https://sputnik-georgia.com/20250422/eutos-genmdivani-stabiluroba-saqartveloshi-mnishvnelovania-regionistvis-292997832.html
ეუთოს გენმდივანი: სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონისთვის
ეუთოს გენმდივანი: სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონისთვის
Sputnik საქართველო
სინირლიოღლუს თქმით, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება 22.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-22T19:00+0400
2025-04-22T19:00+0400
2025-04-22T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო - ეუთო
ეუთო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_810f02618dbd262aaf9487eed495020a.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფება. მისი პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სინირლიოღლუს შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.გენმდივნის თქმით, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში არიან.როგორც მან აღნიშნა, იგი ერთგულად ემსახურება ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის ინტერესებს.„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ამ რეგიონის ყველა ქვეყანას", - აღნიშნა ეუთოს გენმდივანმა.საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, მოლაპარაკებებისთვის თავისი პლატფორმა შესთავაზოს რეგიონულ მეზობლებს. ქვეყანა ორივე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.2021 წლის ბოლოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.2025 წლის 13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_38b17322432f2e5484a1d41481ab15d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო - ეუთო, ეუთო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო - ეუთო, ეუთო, ახალი ამბები
ეუთოს გენმდივანი: სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონისთვის
სინირლიოღლუს თქმით, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფება. მისი პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სინირლიოღლუს შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისათვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის... კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვსურს საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ მოწოდებული ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს“, – განაცხადა სინირლიოღლუმ.
გენმდივნის თქმით, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში არიან.
„ამიტომაც ჩვენ გვაქვს მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ მსგავს შემთხვევებში და უწყვეტად ვცდილობთ, ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში", - განაცხადა სინირლიოღლუმ.
როგორც მან აღნიშნა, იგი ერთგულად ემსახურება ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის ინტერესებს.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ამ რეგიონის ყველა ქვეყანას", - აღნიშნა ეუთოს გენმდივანმა.
საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, მოლაპარაკებებისთვის თავისი პლატფორმა შესთავაზოს რეგიონულ მეზობლებს. ქვეყანა ორივე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.
2021 წლის ბოლოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
2025 წლის 13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე.