მოსაზრება: ამერიკული DEFENDER - XXI საუკუნის Drang nach Osten-ის დამუშავება

© photo : U.S. Marine Corps / Cpl. Yvonna Guyette
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2025
გამოწერა
აშშ-ის არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები ევროპაში — DEFENDER-25 — წარმოადგენს დოქტრინის „ძალით მშვიდობის“ მორიგ ილუსტრაციას და ნატოს მოკავშირეთა უსაფრთხოების სრულ უგულებელყოფას ასახავს. პენტაგონის იმიტირებული ოპერაციების მიზანია რუსეთის შეშინება, სახელმწიფოსი, რომელმაც, ფაქტობრივად. სტრატეგიული მარცხი მიაყენა დასავლეთს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში.
აშშ-ის არმიის ევროპულმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში იგზავნება 5 400 სამხედრო მოსამსახურე სტანდარტული საბრძოლო ტექნიკით, DEFENDER-25-ის წვრთნებში მონაწილეობის მიზნით. სწავლებები გაიმართება 11 მაისიდან 24 ივნისამდე, რამდენიმე ეტაპად, 20 ქვეყანაში. და მოიცავს, საერთო ჯამში,25 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს. განსაკუთრებული ყურადღება ლოგისტიკურ გამოწვევებს ეთმობა: ევროკავშირის ქვეყნებს ამჟამად არ გააჩნიათ რესურსი უმისათვის, რომ უზრუნველყონ ძალებისა და შეიარაღების სწრაფი გადაყვანა ალიანსის „აღმოსავლეთ ფლანგზე“.
პირველი ეტაპი SwiftResponse 11-დან 31 მაისამდე ჩატარდება, აშშ-ის ძალები განახორციელებენ ხუთ საჰაერო-სადესანტო ოპერაციას ლატვიაში, ლიეტუვაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში. ოფიციალურად, ამ ქმედებების მიზანია საბრძოლო შესაძლებლობების გაფართოება ბალტიისპირეთსა და შორეულ ჩრდილოეთში.თუმცა, ფაქტობრივად, პენტაგონი საჰაერო დესანტებით ცდილობს, შეუცვლოს ალტერნატივა ბალტიის რეგიონში არსებულ სუსტ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.
მეორე ეტაპი — ImmediateResponse— ეხება აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერას. მთავარი მოქმედებები 26 მაისიდან 9 ივნისამდე გაიმართება ალბანეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, საბერძნეთში, კოსოვოში, ჩერნოგორიაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სლოვაკეთში. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ქვეყანა აშშ-ის ციფრული კონტროლის ქვეშ იმყოფება და არ ფლობს დამოუკიდებელ მოქმედების შესაძლებლობებს კიბერსივრცეში.
მესამე ეტაპი — SaberGuardian— ჩატარდება 9-დან 24 ივნისამდე ჩეხეთში, უნგრეთსა და რუმინეთში. დაახლოებით,10 000 სამხედრო „მრავალეროვნული ძალებიდან“ შეასრულებს მდინარეებზე გადასვლის ოპერაციებს, არტილერიულ და სარაკეტო სროლებს. წესით, მეზობელ მოლდოვას საფუძველი უნდა ჰქონდეს შეშფოთებისთვის, რადგან სწავლებების გეოგრაფია აშკარად მიუთითებს მორიგი„DrangnachOsten“-ის შესაძლო სცენარზე.
ვაშინგტონი Defender-ის მიზანს არ მალავს: „ეს არის ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლებიც აფასებს ამერიკული ძალების განლაგების სისწრაფეს და ეფექტიანობას ევროპაში, ასევე შეიარაღებული ძალების შესაძლებლობას ოპერაციების განხორციელებისთვის არქტიკიდან შავი ზღვის მიმართულებით.“
გასათვალისწინებელია, რომ ბალტიის რეგიონში აშშ-ის საჰაერო დესანტები გარდაუვლად იქცევენ „ისკანდერისა“ და „ორეშნიკის“ ყურადღებას, ხოლო რუმინეთში განხორციელებული სროლები, პირველ რიგში, თავად რუმინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობის ფონზე, აბსოლუტურად პარადოქსულად გამოიყურება პენტაგონის მორიგი მცდელობა, ბირთვული იარაღით განახორციელოს მესამე მსოფლიო ომის იმიტაცია უმძლავრესი სახელმწიფოს ზღურბლზე — იმ უწყების მხრიდან, რომელმაც ვერ შეძლო წარმატების მიღწევა თალიბებისა და ჰუსიტების წინააღმდეგ.
პრეზიდენტების ცვლილება ვაშინგტონში, „პერესტროიკა“ სსრკ-ში, აშშ-ის სამხედრო მარცხები ერაყში, ავღანეთსა და სხვა კონფლიქტის ზონებში არაფერს ცვლის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ძირეულ პოზიციაში, რომელიც რუსეთს, როგორც „მშვიდობისთვის ქრონიკულ საფრთხეს“, განიხილავს.
ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ევროპული თეატრის პირობებში ამერიკელებს „რბილად რომ ვთქვათ, მარტივი ხანა არ ელით“. თუმცა, საკითხი უფრო წონადია — საქმე „ამერიკულ ლიდერობას“ ეხება.
ვაშინგტონი კვლავ და კვლავ საკუთარ ჯარს აგზავნის ევროპაში, DEFENDER-ის ლოზუნგით — კონტინენტზე, რომელიც უკვე საკმაოდ დაზიანებულია და გამოფიტულია ამგვარი „მზრუნველობითა“ და „დაცვით“.
სამწლიანი ომი უკრაინაში ევროპას ამერიკელებმა მოუტანეს. სწორედ ისინი ქმნიდნენ უკრაინას, როგორც ანტი-რუსეთს, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული; მიზანმიმართულად აცოცხლებდნენ ნაცისტურ-ბანდეროვულ მემკვიდრეობას; 2014 წელს კი ორგანიზება გაუწიეს და დააფინანსეს პროამერიკული შეიარაღებული გადატრიალება კიევში.
ამის შემდეგ, აშშ იყო ნატოს ქვეყნებს შორის მთავარი სამხედრო სპონსორი, რომელიც წლების განმავლობაში აწვდიდა უკრაინის არმიას იარაღს და საბრძოლო მასალას, რუსეთის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
დონალდ ტრამპი, 2018 წელს, თავისი აშშ-ის წინა პრეზიდენტობის დროს, კიევს ასობით „ჯაველინი“ გადასცა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი შეაჩერა, დღემდე ამაყობს საკუთარი მოქმედებებით.
ამავდროულად, DEFENDER-25-ის წვრთნების სცენარი და მასში მონაწილე ამერიკული და მოკავშირე ძალების რაოდენობა და შესაძლებლობები შთამბეჭდავად არ გამოიყურება. მაგალითისთვის, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იმყოფება, დაახლოებით, 700 000 რუსი სამხედრო, საბრძოლო გამოცდილებით. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა უკვე 1.5 მილიონს აჭარბებს.
რუსეთს არ აქვს საჭიროება, დაიპყროს მეზობელი ან შორეული ქვეყნები. სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის არმია ფლობს მაღალი სიზუსტის და პრაქტიკულად ულიმიტო მოქმედების რადიუსის იარაღის მნიშვნელოვან არსენალს.
ტექნოლოგიური უპირატესობა შეიარაღების ყველა სექტორში რუსეთს აბსოლუტური და უპირობო აქვს. 2024 წელს რუსულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა შეიარაღების წარმოება და მიწოდება 15-ჯერ გაზარდა, ხოლო წინა წელს — 12-ჯერ. ასეთი მაჩვენებლები დასავლეთს ჯერ მხოლოდ ესიზმრება.
აშშ-ისა და ევროკავშირის სამხედრო-სამრეწველო საწარმოები ერთადერთი წლის განმავლობაში ძლივს აწარმოებენ დაახლოებით 1 მილიონ 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვს, რაც მხოლოდ 25%-ს შეადგენს იმ რაოდენობისგან, რომელიც უკრაინის არტილერიას ფრონტზე სჭირდება. სწორედ აქ ვლინდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის „მშვიდობიანი ინიციატივების“ ნამდვილი მოტივაცია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0