https://sputnik-georgia.com/20250422/bochorishvili-eutos-genmdivnis-viziti-mnishvnelovania-292997564.html
ბოჭორიშვილი: ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია
ბოჭორიშვილი: ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია
Sputnik საქართველო
ფერიდუნ სინირლიოღლუ ეუთოს გენერალური მდივნის რანგში პირველად ეწვია საქართველოს. 22.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-22T16:54+0400
2025-04-22T16:54+0400
2025-04-22T16:54+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ეუთო
საქართველო - ეუთო
სომხეთი
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23183/19/231831914_0:12:1011:581_1920x0_80_0_0_6ee107abcefdb09687e513f5468df12c.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია და ადასტურებს აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფება. მისი პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სინირლიოღლუს შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისთვის, რომელიც მისი პირველი საგარეო ვიზიტია ეუთოს გენერალური მდივნის რანგში. საქართევლოს ხელისუფლებას მტკიცედ სწამს, რომ ეუთოს დაარსებიდან 50 წლის შემდეგ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა, აღნიშნა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა პირველი შეხვედრის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე თბილისში 17 აპრილს გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორმატში მხარეები შეძლებენ ითანამშრომლონ რეგიონის კეთილდღეობისთვის. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, მოლაპარაკებებისთვის თავისი პლატფორმა შესთავაზოს რეგიონულ მეზობლებს. ქვეყანა ორივე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.2021 წლის ბოლოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა. 2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. 2025 წლის 13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23183/19/231831914_111:0:900:592_1920x0_80_0_0_5e0077a0bd0e1981efe01c890492fe30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეუთო, საქართველო - ეუთო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეუთო, საქართველო - ეუთო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია
ფერიდუნ სინირლიოღლუ ეუთოს გენერალური მდივნის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია და ადასტურებს აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფება. მისი პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სინირლიოღლუს შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისთვის, რომელიც მისი პირველი საგარეო ვიზიტია ეუთოს გენერალური მდივნის რანგში.
„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ეუთოს და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართევლოს ხელისუფლებას მტკიცედ სწამს, რომ ეუთოს დაარსებიდან 50 წლის შემდეგ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა, აღნიშნა მინისტრმა.
„ამისთვის ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპების ერთგული, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.
„საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა პირველი შეხვედრის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე თბილისში 17 აპრილს გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორმატში მხარეები შეძლებენ ითანამშრომლონ რეგიონის კეთილდღეობისთვის.
საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, მოლაპარაკებებისთვის თავისი პლატფორმა შესთავაზოს რეგიონულ მეზობლებს. ქვეყანა ორივე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.
2021 წლის ბოლოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
2025 წლის 13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე.