2025 წელს რამდენად გაიზრდება საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი? ანალიტიკოსების პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerტურისტები ძველ თბილისში
ტურისტები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2025
გამოწერა
2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 835 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით 3,4%-ით მეტია
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 4,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი ისტორიულ მაქსიმუმზეა - 2024 წელს 2023 წელთან შედარებით იგი 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, ქვეყნის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მარტში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა და 300 მლნ დოლარი შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 835 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებთან შედარებით 3,4%-ით მეტია.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა.
2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0