2024 წელს რამდენი ლარით დააფინანსა სახელმწიფომ ფსტის და ნუშის ბაღების გაშენება

© Sputnik / Natia Kvartskhavaთხილეული
თხილეული - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2025
გამოწერა
ფერმერებმა აღნიშნული მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ფსტის და ნუშის ახალი ბაღების გაშენების თანადაფინანსებაზე 4,2 მლნ ლარი დაიხარჯა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფერმერებმა აღნიშნული მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს. პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის წარმოების სტიმულირებას. „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ნაწილია და ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა „დანერგე მომავლის" ფარგლებში გასულ წელს თანადაფინანსებული ფსტის ბაღების ფართობი 75 ჰექტარით გაიზარდა და 175 ჰექტარს აღემატებოდა. ფსტის ბაღებში ჯამურმა ინვესტიციამ კი 2,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
რაც შეეხება ნუშს, ამავე პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენება 400 ჰექტარზე მეტ ფართობზე თანადაფინანსდა. სააგენტოს თანადაფინანსებამ 2,5 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ 7 მლნ ლარი შეადგინა.
შედარებით მცირეა თანადაფინანსება თხილის ბაღების შემთხვევაში და 400 ათას ლარზე მეტს შეადგენს. გასულ წელს თანადაფინანსებული თხილის ბაღების ფართობი 100 ჰექტარს აღემატებოდა, რაც წლიურად 88 ჰექტარით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამურმა ინვესტიციამ 780 ათას ლარს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0