ხაშურში ერთ-ერთი სოფლის მოსახლეს ეზოში შველი მიადგა

© photo: Sputnik / G. Nadezhdin / გადასვლა მედიაბანკშიშველი
შველი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2025
გამოწერა
სახლი, რომლის ეზოში დაკბენილი შველი იპოვეს, ტყესთან ახლოს დგას
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხეში, ერთ-ერთმა მოსახლემ საკუთარ ეზოში დაშავებული შველი იპოვა, იუწყება „პიველი არხი“.
ადგილობრივების ცნობით, ცხოველი დაკბენილია. მას პირველადი დახმარება სოფელში უკვე აღმოუჩინეს.
მოსახლე, რომელსაც შველი მიადგა, ტყესთან ახლოს ცხოვრობს.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილობრივებმა დაკბენილი შველის შესახებ უკვე აცნობეს შესაბამის უწყებებს.
ყველა ახალი ამბავი
0