https://sputnik-georgia.com/20250421/prezidentma-katolikeebs-papis-gardacvalebis-gamo-miusamzimra-292984236.html
მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
რომის პაპი ვატიკანში, "კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში დღეს დილით გარდაიცვალა. 21.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-21T16:05+0400
2025-04-21T16:05+0400
2025-04-21T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რელიგია
რომის პაპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:101:927:622_1920x0_80_0_0_022a02137920dfeb2f19409fff5a1b2f.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველასშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში, „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიას და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში", - დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.როგორც პრეზიდენტის სამძიმარშია აღნიშნული, პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც თავმდაბლობა, თანაგრძნობა და გამბედაობა ახასიათებდა - მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებებს შორის ერთიანობის ურყევი დამცველი. „მისი მორალური სიცხადე და ურყევი ერთგულება უფრო სამართლიანი და თანამგრძნობი სამყაროს შექმნისადმი თაობებს შთააგონებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.რომის პაპად ფრანცისკე 2013 წლის მარტში აირჩიეს. 2020 წლის შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ის სისტემატურ მკურნალობვერმთავსეს, სადაც სასუნთქი გზების დაავადებებზე მკურნალობდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის პირველად საზოგადოებაში 6 აპრილს გამოჩნდა. ბოლოჯერ ხალხთან გავიდა კვირას - მიესალმა მრევლს აივნიდან და მიულოცა აღდგომის დღესასწაული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:14:927:709_1920x0_80_0_0_8e919be3ca8585372ac460faeb8c87c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რელიგია, რომის პაპი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რელიგია, რომის პაპი
მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
16:05 21.04.2025 (განახლებულია: 22:01 21.04.2025) რომის პაპი ვატიკანში, "კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში დღეს დილით გარდაიცვალა.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველასშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში, „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიას და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში", - დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პრეზიდენტის სამძიმარშია აღნიშნული, პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც თავმდაბლობა, თანაგრძნობა და გამბედაობა ახასიათებდა - მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებებს შორის ერთიანობის ურყევი დამცველი.
„მისი მორალური სიცხადე და ურყევი ერთგულება უფრო სამართლიანი და თანამგრძნობი სამყაროს შექმნისადმი თაობებს შთააგონებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რომის პაპად ფრანცისკე 2013 წლის მარტში აირჩიეს. 2020 წლის შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ის სისტემატურ მკურნალობვერმთავსეს, სადაც სასუნთქი გზების დაავადებებზე მკურნალობდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის პირველად საზოგადოებაში 6 აპრილს გამოჩნდა. ბოლოჯერ ხალხთან გავიდა კვირას - მიესალმა მრევლს აივნიდან და მიულოცა აღდგომის დღესასწაული.