გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

© video: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2025
გამოწერა
სოფელ ჩუმლაყში ღამით მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ღამით მომხდარი სროლის შედეგად, იუწყება ქართული მედია.
ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
ახალგაზრდა მამაკაცს სოფლის ცენტში მკვლელმა რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სროლის დროს დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც. ექიმის თქმით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მან საავადმყოფო უკვე დატოვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძება.
ყველა ახალი ამბავი
0