https://sputnik-georgia.com/20250419/putinma-saardgomozavi-gamokacxada-is-ukve-zalasi-sevida-292957995.html
პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა - ის უკვე ძალაში შევიდა
პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა - ის უკვე ძალაში შევიდა
Sputnik საქართველო
ცეცხლის შეწყვეტეის შესახებ გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე არის მიღებული 19.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-19T20:36+0400
2025-04-19T20:36+0400
2025-04-19T20:36+0400
ახალი ამბები
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1a/291554272_0:125:3197:1923_1920x0_80_0_0_c3e15b916b07ef7f1a82ff29065451fa.jpg
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე სააღდგომო ზავი გამოაცხადა: ის ძალაში იქნება 19 აპრილის მოსკოვის დროით 18:00 საათიდან მოსკოვის დროით 21 აპრილის 00:00 საათამდე.პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვარაუდობს, რომ უკრაინა რუსეთის მაგალითს მიჰყვება. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, რომ მოიგერიონ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესაძლო დარღვევა და პროვოკაციები.როგორც თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა - თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი გერასიმოვმა სპეცოპერაციის ზონაში მყოფი ყველა შენაერთის მეთაურს ცეცხლის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მითითება მისცა.ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შემოღებულია ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაიცავს ზავს კიევის რეჟიმის მიერ მისი ორმხრივი დაცვის შემთხვევაში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1a/291554272_233:0:2962:2047_1920x0_80_0_0_759c2551e99586a8e4ea5af3dab8e95b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ვლადიმირ პუტინი
ახალი ამბები, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ვლადიმირ პუტინი
პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა - ის უკვე ძალაში შევიდა
ცეცხლის შეწყვეტეის შესახებ გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე არის მიღებული
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე სააღდგომო ზავი გამოაცხადა: ის ძალაში იქნება 19 აპრილის მოსკოვის დროით 18:00 საათიდან მოსკოვის დროით 21 აპრილის 00:00 საათამდე.
„ვიხელმძღვანელეთ რა ჰუმანიტარული მოსაზრებებით და დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის 00:00 საათამდე ჩათვლით, რუსული მხარე აცხადებს სააღდგომო ზავს. ვბრძანებ, ამ პერიოდში ყველა საბრძოლო მოქმედები შეწყდეს“, - განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვარაუდობს, რომ უკრაინა რუსეთის მაგალითს მიჰყვება. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ, რომ მოიგერიონ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესაძლო დარღვევა და პროვოკაციები.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა - თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი გერასიმოვმა სპეცოპერაციის ზონაში მყოფი ყველა შენაერთის მეთაურს ცეცხლის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მითითება მისცა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შემოღებულია ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაიცავს ზავს კიევის რეჟიმის მიერ მისი ორმხრივი დაცვის შემთხვევაში.