https://sputnik-georgia.com/20250419/didi-sabati-xalxuri-minisnebebi-292952540.html
დღეს დიდი შაბათია: ყველაფერი ამ დღის შესახებ
დღეს დიდი შაბათია: ყველაფერი ამ დღის შესახებ
Sputnik საქართველო
წმინდა წერილის მიხედვით, მაცხოვარი ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს დაიკრძალა. 19.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-19T10:48+0400
2025-04-19T10:48+0400
2025-04-19T10:48+0400
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23141/66/231416683_0:642:1360:1407_1920x0_80_0_0_ef7cf5beeaabcfc630a661951e4d25ce.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა. იესო ჯერ ისევ სამარხში წევს, მაგრამ გარშემო უკვე ყველაფერი სავსეა წინასააღდგომო სიხარულით.„Sputnik საქართველო“ გიამბობთ, რა მსახურება სრულდება დიდ შაბათს და იმაზეც, თუ რა მინიშნებებია გავრცელებული ამ დღესთან დაკავშირებით.დიდი შაბათიწმინდა წერილის მიხედვით, მაცხოვარი ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს დაიკრძალა.რომაელების წესების მიხედვით, ჯვარცმულების სხეულებს ძელზე ტოვებდნენ, თუმცა იოსებმა პროკურატორ პილატესგან იესოს დამარხვის ნებართვა მიიღო.ჯვრიდან გარდამოხსნილი იესოს ცხედარი განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა და იოსებს ეკუთვნოდა.ფარისევლებმა, რომლებმაც იცოდნენ ქრისტეს წინასწარმეტყველება მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, პილატეს სთხოვეს, სამარხთან გუშაგები დაეყენებინა, თითქოს ეშინოდათ, რომ ცხედარი არავის მოეპარა.რომის პროკურატორმაც განკარგულება გასცა, რომ სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. ყველა ძალისხმევის მიუხედავად, წინასწარმეტყველება აღსრულდა — კვირა დღეს სამარხი ცარიელი აღმოჩნდა, რაც ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.ღვთისმსახურების განრიგიდიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება, რომელიც პარასკევ საღამოს იწყება. საეკლესიო მსახურება ამ დღეს ერთდროულად სამგლოვიეროცაა და სადღესასწაულოც, რადგან დიდი შაბათი ვნების კვირეულის დასასრულად და აღდგომის დასაწყისად გვევლინება.ტაძრებში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, კვერცხები და პასკებიიკურთხება, საღამოდან კი მორწმუნეებს აღსარების ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ.დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც მკაცრი მარხვაა სავალდებულო. ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 საათის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს.ვნების შაბათის მინიშნებებიდიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული.მაგალითად:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23141/66/231416683_0:514:1360:1534_1920x0_80_0_0_f91ae3e9c681130967fe6dd72d69336d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რელიგია
დღეს დიდი შაბათია: ყველაფერი ამ დღის შესახებ
წმინდა წერილის მიხედვით, მაცხოვარი ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს დაიკრძალა.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა. იესო ჯერ ისევ სამარხში წევს, მაგრამ გარშემო უკვე ყველაფერი სავსეა წინასააღდგომო სიხარულით.
„Sputnik საქართველო“ გიამბობთ, რა მსახურება სრულდება დიდ შაბათს და იმაზეც, თუ რა მინიშნებებია გავრცელებული ამ დღესთან დაკავშირებით.
წმინდა წერილის მიხედვით, მაცხოვარი ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს დაიკრძალა.
რომაელების წესების მიხედვით, ჯვარცმულების სხეულებს ძელზე ტოვებდნენ, თუმცა იოსებმა პროკურატორ პილატესგან იესოს დამარხვის ნებართვა მიიღო.
ჯვრიდან გარდამოხსნილი იესოს ცხედარი განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა და იოსებს ეკუთვნოდა.
ფარისევლებმა, რომლებმაც იცოდნენ ქრისტეს წინასწარმეტყველება მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, პილატეს სთხოვეს, სამარხთან გუშაგები დაეყენებინა, თითქოს ეშინოდათ, რომ ცხედარი არავის მოეპარა.
რომის პროკურატორმაც განკარგულება გასცა, რომ სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. ყველა ძალისხმევის მიუხედავად, წინასწარმეტყველება აღსრულდა — კვირა დღეს სამარხი ცარიელი აღმოჩნდა, რაც ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.
დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება, რომელიც პარასკევ საღამოს იწყება. საეკლესიო მსახურება ამ დღეს ერთდროულად სამგლოვიეროცაა და სადღესასწაულოც, რადგან დიდი შაბათი ვნების კვირეულის დასასრულად და აღდგომის დასაწყისად გვევლინება.
ტაძრებში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, კვერცხები და პასკებიიკურთხება, საღამოდან კი მორწმუნეებს აღსარების ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ.
დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც მკაცრი მარხვაა სავალდებულო. ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 საათის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს.
ვნების შაბათის მინიშნებები
დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული.
თუ დიდ შაბათს მზიანი და თბილი ამინდი დადგა — ზაფხული ცხელი იქნება, ხოლო თუ ცაზე ღრუბელმა მოიყარა თავი — წვიმიანი და გრილი.
ვინც აღდგომისწინა ღამეს გაათენებს, ბედნიერებას ეწევა;
თუ დიდ შაბათს ეკლესიაში ნაკურთხ კვერცხს წყალში ჩააგდებ და იმ წყლით პირს დაიბან, სიბერემდე ჯანმრთელი იქნები;
ამ დღეს დაბადებულ ბავშვებს უბედურება მთელი ცხოვრება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს;
დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი ცუდის ნიშანია — შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ;
თუ დიდ შაბათს სახლიდან რამეს გასცემთ, შეიძლება თქვენი კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა თან გაჰყვეს...