რუსეთი მზადაა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან - ზახაროვა

© Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2025
გამოწერა
რუსეთსა და საქართველოს საერთო ისტორია აქვთ, არანაკლები მნიშვნელობა აქვს კულტურას, რელიგიურ მდგენელს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი წუხს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს რუსეთის პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. თუმცა, მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ყოვლისმომცველი განვითარება განაგრძოს.
„მზად ვართ მათი აღდგენისთვის, მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენად შორს წასვლისთვისაც მზად არის ქართული მხარე. არ ჩვენთვის შეზღუდვები არ არსებობს“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, მოსკოვი მზადაა შემდგომშიც განავითაროს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა თბილისთან. მისი თქმით, საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია.
„რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, არანაკლები მნიშვნელობა აქვს კულტურას, რელიგიურ მდგენელს, ჰუმანიტარულ კავშირებს და ყველაფერ იმას, რასაც ნამდვილ ადამიანურ კავშირებს უწოდებენ“, - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი აფერხებს.
„როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია... ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა - რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილმა კი მთელი იმპორტის 11,2% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0