https://sputnik-georgia.com/20250418/polonetma-rva-qartvel-zalovans-qveyanasi-sesvla-aukrzala-292946913.html
პოლონეთმა რვა ქართველ ძალოვანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
პოლონეთმა რვა ქართველ ძალოვანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
Sputnik საქართველო
პოლონეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ძალოვანები დაასანქცირა. 18.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-18T17:01+0400
2025-04-18T17:01+0400
2025-04-18T17:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274207768_0:0:3577:2012_1920x0_80_0_0_054a24269affd1a5e68bee65d58394dd.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik.პოლონეთმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ Х-ში ავრცელებს.საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებენ და ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს.პოლონეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ძალოვანები დაასანქცირა.აქციები თბილისში„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საღამოობით საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და გზასაც კეტავენ. ისინი ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა.შედეგად, აქციის მონაწილეებმა დამატებით მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274207768_447:0:3130:2012_1920x0_80_0_0_ecdae960b112eb73db69362ccba54118.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლონეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლონეთი
პოლონეთმა რვა ქართველ ძალოვანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
პოლონეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ძალოვანები დაასანქცირა.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik.პოლონეთმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ Х-ში ავრცელებს.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებენ და ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.
„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს.
პოლონეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ძალოვანები დაასანქცირა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საღამოობით საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და გზასაც კეტავენ. ისინი ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა.
შედეგად, აქციის მონაწილეებმა დამატებით მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.