https://sputnik-georgia.com/20250418/maka-boworosvils-samxret-kavkasiis-qveynebis-sammxrivi-sexverdrebis-gagrzelebis-imedi-aqvs-292945444.html
მაკა ბოჭორიშვილს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი შეხვედრების გაგრძელების იმედი აქვს
მაკა ბოჭორიშვილს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი შეხვედრების გაგრძელების იმედი აქვს
Sputnik საქართველო
მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი - რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითების განხილვის კარგი შესაძლებლობაა, განაცხადა მინისტრმა 18.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-18T14:02+0400
2025-04-18T14:02+0400
2025-04-18T14:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აზერბაიჯანი
სომხეთი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.17 აპრილს თბილისში მინისტრის მოადგილეების დონეზე პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, ძირითადი თემები უნდა ყოფილიყო სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამივე ქვეყნისთვის საინტერესო მიმართულებები.მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი - რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითების განხილვის კარგი შესაძლებლობაა.„საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს საკუთარი პლატფორმა მოლაპარაკებების გამართვისთვის.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი, კავკასია
მაკა ბოჭორიშვილს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი შეხვედრების გაგრძელების იმედი აქვს
მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი - რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითების განხილვის კარგი შესაძლებლობაა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
17 აპრილს თბილისში მინისტრის მოადგილეების დონეზე პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, ძირითადი თემები უნდა ყოფილიყო სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამივე ქვეყნისთვის საინტერესო მიმართულებები.
„ეს პირველად ხდება. ჩვენ შევძელით, რომ სამუშაო ფორმატში გვემსჯელა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იმედი მაქვს, რომ კვლავ გაგრძელდება მუშაობა სამივე ქვეყანას შორის აღნიშნულ ფორმატში და შევძლებთ მომავალში სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო მსჯელობას და მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი - რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითების განხილვის კარგი შესაძლებლობაა.
„საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს საკუთარი პლატფორმა მოლაპარაკებების გამართვისთვის.