განახლებული გმირთა მოედანი: ლამაზი და უსაფრთხო - ვიდეო

გამოწერა
თბილისის მერიამ გააფართოვა გზის სავალი ნაწილი, რომელიც გმირთა მოედანს სანაპიროს უკავშირებს, ასევე ჩატარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების და საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რემონტი
გზის გაფართოების მიზნით მერიამ ეს ტერიტორია ბენზინგასამართი სადგურის მფლობელებისგან გამოისყიდა. გზაზე გაჩნდა ახალი დახაზვა, შუქნიშნები, შეიცვალა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.
ეს ქალაქის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ დროს აქტიურია. პიკის საათებში აქ იქმნებოდა უზარმაზარი საცობები, მაგრამ გზის ერთი ზოლით გაფართოებამ პიკის საათებში საცობების პრობლემა ბოლომდე ვერ გადაჭრა.
თუმცა მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდა, რადგან გამყოფი ზოლები გაჩნდა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიის გამწვანებაც განხორციელდა - დაირგო 140 ახალი ხე და ნარგავი.
ყველა ახალი ამბავი
0