https://sputnik-georgia.com/20250417/tbilissi-samxret-kavkasiis-qveynebis-sagareo-uwyebebis-warmomadgenelta-sexvedra-gaimarteba-292932838.html
თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება
თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება
Sputnik საქართველო
სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 17.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-17T13:24+0400
2025-04-17T13:24+0400
2025-04-17T13:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_d5eb8cf4fd2f1aa19e5452749b37d649.jpg
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. სამმხრივი მოლაპარაკებები რეგიონულ თანამშრომლობაზე სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით თბილისში ხუთშაბათს გაიმართება, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს საკუთარი პლატფორმა მოლაპარაკებების გამართვისთვის.2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_217:0:2886:2002_1920x0_80_0_0_b297f879cb263e81f3b0909735dddeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება
სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. სამმხრივი მოლაპარაკებები რეგიონულ თანამშრომლობაზე სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით თბილისში ხუთშაბათს გაიმართება, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს საკუთარი პლატფორმა მოლაპარაკებების გამართვისთვის.
2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.