https://sputnik-georgia.com/20250417/saqartvelosi-ucxouri-grantis-misarebad-mtavrobis-tanxmoba-savaldebulo-gaxda-292932016.html
საქართველოში უცხოური გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო გახდა
საქართველოში უცხოური გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო გახდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ქვეყნის მოქალაქეების გარე დაფინანსებაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს 17.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-17T12:11+0400
2025-04-17T12:11+0400
2025-04-17T12:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603695_0:74:2048:1226_1920x0_80_0_0_0c1c6f385087b38f674b8ba0904dff76.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად უცხოური გრანტის მისაღებად ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა იქნება საჭირო.საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოების გრანტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის თანხმობით.გრანტის მიღებაზე თანხმობა საჭირო იქნება არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გრანტის მაძიებლებმა უნდა წარმოადგინონ შეთანხმება, ამასთან, შეთანხმება არ იძლევა გრანტის დამტკიცების გარანტიას.კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.გარდა ამისა, დამტკიცდა ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, რომელთა მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.კანონპროექტი ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603695_310:0:1945:1226_1920x0_80_0_0_48df64e1b75e9b22e4d1d3433648a575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საზოგადოება
საქართველოში უცხოური გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა სავალდებულო გახდა
საქართველოს მთავრობა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ქვეყნის მოქალაქეების გარე დაფინანსებაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად უცხოური გრანტის მისაღებად ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა იქნება საჭირო.
საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოების გრანტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის თანხმობით.
გრანტის მიღებაზე თანხმობა საჭირო იქნება არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გრანტის მაძიებლებმა უნდა წარმოადგინონ შეთანხმება, ამასთან, შეთანხმება არ იძლევა გრანტის დამტკიცების გარანტიას.
კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.
აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
გარდა ამისა, დამტკიცდა ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, რომელთა მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
კანონპროექტი ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.