https://sputnik-georgia.com/20250417/saqartvelosi-tonobit-salmonebiani-qatmis-xorcis-semotana-scades-292938850.html
საქართველოში ტონობით სალმონელიანი ქათმის ხორცის შემოტანა სცადეს
საქართველოში ტონობით სალმონელიანი ქათმის ხორცის შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
დაავადებული ხორცი სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ფარგლებში გამოავლინეს. 17.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-17T19:52+0400
2025-04-17T19:52+0400
2025-04-17T19:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/49/246184989_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4d3aaa257e45629eb4983c0a745486f1.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. იმპორტირებულ ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა, საკვებად უვარგისი აღმოჩნდა შემოსატანი ბატატიც, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები“ და „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იქნა შეჩერებული. კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულად განადგურდა. ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27.000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა გამოვლინდა. კანონმდებლობის შესაბამისად, გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/49/246184989_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_59bb76897b83b39a0aef87492c65e7f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემოსავლების სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემოსავლების სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოში ტონობით სალმონელიანი ქათმის ხორცის შემოტანა სცადეს
დაავადებული ხორცი სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ფარგლებში გამოავლინეს.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. იმპორტირებულ ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა, საკვებად უვარგისი აღმოჩნდა შემოსატანი ბატატიც, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები“ და „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იქნა შეჩერებული.
კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულად განადგურდა.
ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27.000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა გამოვლინდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.