https://sputnik-georgia.com/20250417/ras-vsvamt-wvenebis-kompania-tyuilsi-amxiles-292931878.html
რას ვსვამთ: წვენების კომპანია ტყუილში ამხილეს
რას ვსვამთ: წვენების კომპანია ტყუილში ამხილეს
Sputnik საქართველო
კონკურენციის სააგენტო ყურადღებით აკვირდება საქართველოში 2022 წლის 1 ივნისიდან მოქმედი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესრულებას 17.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-17T11:02+0400
2025-04-17T11:02+0400
2025-04-17T11:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259738597_0:0:3253:1830_1920x0_80_0_0_0bc0ddd9e3145b79d02e29eaf48d267a.jpg
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ნატურალური წვენის და სასმელების მწარმოებელ კომპანია „კამპას“ მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდა, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.საქმის განხილვისას დასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი ერთ-ერთი პროდუქტის („ალუბლისა და ბროწეულის წვენი 100%“) ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ფორმით აწვდის.სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ხარისხი განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება.„შპს „კამპას“ მიერ წვენის შეფუთვის ფორმაში იკვეთება მომხმარებლისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება“, - ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ეფექტის მაქსიმალური გამორიცხვით, შეცვალოს კონკრეტული წვენის ეტიკეტირება და მომხმარებელს პროდუქციის შესახებ - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი, სრული ინფორმაცია.კონკურენციის სააგენტო ყურადღებით აკვირდება საქართველოში 2022 წლის 1 ივნისიდან მოქმედი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესრულებას და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/14/259738597_363:0:3094:2048_1920x0_80_0_0_569a5a82e49ab235d0955e64a17bbe74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
რას ვსვამთ: წვენების კომპანია ტყუილში ამხილეს
კონკურენციის სააგენტო ყურადღებით აკვირდება საქართველოში 2022 წლის 1 ივნისიდან მოქმედი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესრულებას
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ნატურალური წვენის და სასმელების მწარმოებელ კომპანია „კამპას“ მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდა, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.
საქმის განხილვისას დასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი ერთ-ერთი პროდუქტის („ალუბლისა და ბროწეულის წვენი 100%“) ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ფორმით აწვდის.
კერძოდ, კონკრეტული წვენის შეფუთვის ძირითადი ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მის ძირითად შემადგენლობას ალუბლისა და ბროწეულის აღდგენილი კონცენტრირებული წვენი წარმოადგენს, ხოლო იმავე შეფუთვის უკანა მხარეს - წვრილი ასოებით მითითებულია, რომ წვენში 80%-ის მოცულობით არის ვაშლის კონცენტრირებული წვენი, ხოლო ალუბლისა და ბროწეულის წვენები მხოლოდ 10-10%.
სააგენტოს პოზიციით, აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ხარისხი განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება.
„შპს „კამპას“ მიერ წვენის შეფუთვის ფორმაში იკვეთება მომხმარებლისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ეფექტის მაქსიმალური გამორიცხვით, შეცვალოს კონკრეტული წვენის ეტიკეტირება და მომხმარებელს პროდუქციის შესახებ - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი, სრული ინფორმაცია.
კონკურენციის სააგენტო ყურადღებით აკვირდება საქართველოში 2022 წლის 1 ივნისიდან მოქმედი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესრულებას და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას.