რას განიხილავენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დიპლომატები თბილისში - პირველი კომენტარი

© photo: MFA of Georgia / FBლაშა დარსალია
ლაშა დარსალია - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2025
გამოწერა
თბილისს, ერევანსა და ბაქოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველო მეზობელ ქვეყნებს მოლაპარაკებების საკუთარ პლატფორმას სთავაზობს
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამი ქვეყნისთვის საინტერესო სფეროები იქნება განხილვის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელშიც სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა მეზობელ ქვეყნებს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმა შესთავაზოს. ქვეყანა ორივე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია.
„შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ის მიმართულებები, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს სამი ქვეყნისთვის და მოხდება თანამშრომლობის, შესაძლო მიმართულებების დაიდენტიფიცირება, რომ რეგიონის ქვეყნებმა განავითარონ ერთობლივი მიდგომები მთელ რიგ საკითხებზე. სწორედ ეს იქნება დღევანდელი მსჯელობის ძირითადი მიმართულებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
13 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მზად არის ხელმოწერისთვის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს საკუთარი პლატფორმა მოლაპარაკებების გამართვისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0