https://sputnik-georgia.com/20250417/mtkvris-marcxena-sanapiroze-transportis-mozraoba-kalaze-292937691.html
როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - კალაძე
როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - კალაძე
Sputnik საქართველო
რესტორნ „გაგრას" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რის გამოც საჭირო გახდა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. 17.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-17T19:13+0400
2025-04-17T19:13+0400
2025-04-17T19:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541273_0:68:3078:1799_1920x0_80_0_0_634e2ed50ffca7f25c33aeddee7eb2b7.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრის" მიმდებარედ, სადაც ათი დღის წინ გზა ჩამოიშალა, ავტომობილების მოძრაობა მაისის ბოლოს აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა 7 აპრილიდან რესტორან „გაგრასთან“ გზის ჩამოშლის გამო დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო შეიზღუდა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე დაახლოებით 50-მეტრიან მონაკვეთში ბზარები დაფიქსირდა. დეფორმაცია განიცადა მდინარის ნაპირსამაგრმა კედელმაც. კალაძის თქმით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს. გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მოსაზრებით, საგზაო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. ამასთან, გავლენა იქონია მტკვრის ზემოქმედებამ ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონურმა მერყეობამ. კალაძის თქმით, უსაფრთხოების მიზნით, საპრევენციო ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდა - დეფორმირებულ პერიმეტრზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და დაიწყო გადაუდებელი, საპრევენციო, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების წარმოება. სამუშაოებს, რომლის ღირებულება ხუთ მლნ ლარს შეადგენს, თბილისი მერიის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი" ახორციელებს. მიმდინარე სამუშაო პროცესი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541273_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_a834bd51718d3e0b3e58094222b34320.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, კახა კალაძე
როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - კალაძე
რესტორნ „გაგრას" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რის გამოც საჭირო გახდა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრის" მიმდებარედ, სადაც ათი დღის წინ გზა ჩამოიშალა, ავტომობილების მოძრაობა მაისის ბოლოს აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა 7 აპრილიდან რესტორან „გაგრასთან“ გზის ჩამოშლის გამო დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო შეიზღუდა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლსა და საფეხმავლო ბილიკზე დაახლოებით 50-მეტრიან მონაკვეთში ბზარები დაფიქსირდა. დეფორმაცია განიცადა მდინარის ნაპირსამაგრმა კედელმაც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. შესაბამისად, სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მოსაზრებით, საგზაო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. ამასთან, გავლენა იქონია მტკვრის ზემოქმედებამ ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონურმა მერყეობამ.
კალაძის თქმით, უსაფრთხოების მიზნით, საპრევენციო ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდა - დეფორმირებულ პერიმეტრზე შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა და დაიწყო გადაუდებელი, საპრევენციო, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოების წარმოება.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება ხუთ მლნ ლარს შეადგენს, თბილისი მერიის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი" ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაო პროცესი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.