არა პოლიეთილენს: საქართველოში პარკების საწარმოების შემოწმება დაიწყო

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsპარკები
პარკები - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2025
გამოწერა
თბილისსა და მარნეულში პარკების წარმოების პროცესში სტანდარტების დარღვევებზე ამოწმებენ
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში წარმოებულ პოლიეთილენის პარკებს მძიმე ლითონებსა და ბიოდეგრადირებაზე შეამოწმებენ, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.
„დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საწარმოებს ემუქრება ჯარიმა, ხოლო შეუსაბამო პარკები განადგურდება.
სუბიექტების მიერ კანონის ნორმის დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ექვემდებარება კონფისკაციას. განმეორებითი დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 1.000 ლარის ოდენობით.
წარმოების პროცესს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს, იმპორტს – ფინანსთა სამინისტრო, რეალიზაციის პროცესს კი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.
ყველა ახალი ამბავი
0