თბილისის ქორწინების სასახლის სევდიანი ისტორია - ვიდეო

გამოწერა
1985 წელს საქართველოს დედაქალაქში აშენდა რიტუალების სასახლე - მას ასევე ქორწინების სასახლეს უწოდებენ. ნახეთ ვიდეოში დეტალურად ამ შენობის ისტორია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს უწოდებენ
ამ მასშტაბური პროექტის ავტორები არიან ქართველი არქიტექტორები ვიქტორ ჯორბენაძე და ვაჟა ორბელაძე. შენობა ტაძრული არქიტექტურის მაგალითია, მასში ბიონიკური სტილიც (ან ბიო-ტექი) არის გამოყენებული.
აქ იმართებოდა ცნობილი ადამიანების ქორწილები და ქორწინების ცერემონიები.
ერთ-ერთი პირველი იყო მომღერალ თამრიკო გვერდწითელის ქორწილი 1987 წელს, რომელსაც ესწრებოდა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდი შევარდნაძე და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი.
1990 წელს ამ შენობაში Deep Purple-ის ფრონტმენმა იან გილანმა და მისმა მეუღლე ბრონამ საქორწინო ფიცი მეორედ დადეს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ სასახლე იყო მიტოვებული, ხოლო 2002 წელს შენობა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. მან შენობას „არკადიას“ სასახლე დაარქვა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ 2008 წელს ის სასახლის ბაღში დაკრძალეს.
ამჟამად შენობა დაკეტილია, მთელი მისი ტერიტორია კერძო საკუთრებაა.
ყველა ახალი ამბავი
0