https://sputnik-georgia.com/20250416/tarlitoba-ramis-klubsi-dawesebulebis-mflobels-da-personals-braldeba-warudgines-292922050.html
თაღლითობა ღამის კლუბში: დაწესებულების მფლობელს და პერსონალს ბრალდება წარედგინა
თაღლითობა ღამის კლუბში: დაწესებულების მფლობელს და პერსონალს ბრალდება წარედგინა
Sputnik საქართველო
ღამის კლუბ ,,დაიმონდში" შესულ ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურად... 16.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-16T17:39+0400
2025-04-16T17:39+0400
2025-04-16T17:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ღამის კლუბ ,,დაიმონდის" მფლობელს კლუბში დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა და დაწესებულებაში შესულ ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 8 მოქალაქის 33.500 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაეუფლებას შეეცადნენ. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თაღლითობა ღამის კლუბში: დაწესებულების მფლობელს და პერსონალს ბრალდება წარედგინა
ღამის კლუბ ,,დაიმონდში" შესულ ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ღამის კლუბ ,,დაიმონდის" მფლობელს კლუბში დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა და დაწესებულებაში შესულ ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 8 მოქალაქის 33.500 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაეუფლებას შეეცადნენ.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.