https://sputnik-georgia.com/20250416/saqartvelos-prezidenti-azerbaijanis-semdeg-somxets-ewveva-292926668.html
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის შემდეგ ვიზიტით სომხეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის შემდეგ ვიზიტით სომხეთს ეწვევა
Sputnik საქართველო
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და პატრიარქთან. 16.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-16T22:22+0400
2025-04-16T22:22+0400
2025-04-16T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
აზერბაიჯანი
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_0:43:1920:1123_1920x0_80_0_0_19f23c48c42131d9dfb03da3f727ee89.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იუწყება ქართული მედია. ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მთავრობას უკვე მიმართა. „საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე", - წერია დოკუმენტში. მანამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_ed539616c25e18b2b865924d2f34f6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, აზერბაიჯანი, სომხეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, აზერბაიჯანი, სომხეთი
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის შემდეგ ვიზიტით სომხეთს ეწვევა
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და პატრიარქთან.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იუწყება ქართული მედია.
ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მთავრობას უკვე მიმართა.
„საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე", - წერია დოკუმენტში.
მანამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.