ქართველმა მრბოლელებმა Euro Nascar-ზე მონაწილეობა მიიღეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს

© Courtesy of Ministry of Sport of Georgia ქართველმა მრბოლელებმა Euro Nascar-ზე მონაწილეობა პირველად მიიღეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს
 ქართველმა მრბოლელებმა Euro Nascar-ზე მონაწილეობა პირველად მიიღეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს   - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2025
გამოწერა
ქართველმა მრბოლელებმა NASCAR-ის ევროპის სერიებში წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ისტორიაში პირველად ქართველმა მრბოლელებმა - დავით ქაჯაიამ და სანდრო თავართქილაძემ - EuroNASCAR-ზე იასპარეზეს და საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს, იუწყებიან საქართველოს სპორტის სამინისტროში.
Euro Nascar (National Association of Stock Car Auto Racing) – კერძო კომპანიაა, რომელიც ავტორბოლების ორგანიზებითა და თანმდევი საქმიანობითაა დაკავებული.
დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავართქილაძე კი „მასტერსის თასის“ მეორეადგილოსანი გახდა. დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში. ქართველი სპორტსმენები Euro Nascar-ის დარჩენილ ეტაპებზეც მიიღებენ მონაწილეობას.
ტრადიციულად, სეზონის განმავლობაში ტარდება Euro Nascar-ის შვიდი რაუნდი, ანუ 26 რბოლა. თითოეული ეტაპი მოიცავს ორ რბოლას (კლასში თითო-თითო). Euro NASCAR Club Challenge ეტაპების რაოდენობის დათვლის ამ სისტემაში არ შედის და ყოველთვის არ ტარდება.
ქართველმა მრბოლელებმა NASCAR-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0