https://sputnik-georgia.com/20250415/saagdgomod-savachroobieqtebis-kontroli-gamkacrda-292906613.html
სეს-მა სააღდგომოდ სავაჭრო ობიექტების კონტროლი გაამკაცრა
სეს-მა სააღდგომოდ სავაჭრო ობიექტების კონტროლი გაამკაცრა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით... 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T14:15+0400
2025-04-15T14:15+0400
2025-04-15T14:15+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23166/73/231667376_0:0:3126:1759_1920x0_80_0_0_c9a45c7f065db8329033b982dd50808d.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას.უწყების ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.მიმდინარე წელს ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 საწარმოში - ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა. ამასთან, საკონდიტრო საწარმოებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა ათი სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23166/73/231667376_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_7ea100ac8aab35e167f8899998204c86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სეს-მა სააღდგომოდ სავაჭრო ობიექტების კონტროლი გაამკაცრა
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას.
უწყების ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი (ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი) სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები", - ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წელს ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 საწარმოში - ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა. ამასთან, საკონდიტრო საწარმოებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა ათი სამართალდარღვევა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.