https://sputnik-georgia.com/20250415/rogor-sheicvala-saqartvelos-sagareo-vali-292894594.html
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 734,1 მილიონი დოლარით 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T11:00+0400
2025-04-15T11:00+0400
2025-04-15T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/79/234067941_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_9da6e456283d74e74605c62108b4c98f.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით 25,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის პერიოდში მშპ-ის 74,5%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.2024 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 494,7 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 217,7 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე და სხვა ცვლილებების გამო - 14,6 მილიონი დოლარით, ამავე დროს მაჩვენებელი 780,7 მილიონი დოლარით შემცირდა გაცვლითი კურსის ცვლილების და 18,3 მლნ დოლარით - ფასების ცვლილების გამო.საგარეო სახელმწიფო ვალის სტრუქტურაში საქართველოს სახელმწიფოს ვალმა შეადგინა 10,8 მლრდ დოლარი (მშპ-ის 30,4%), საიდანაც 8,4 მლრდ დოლარი - მთავრობის ვალია, 811,6 მლნ დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებებია, 439,6 მლნ დოლარი და 1,2 მლრდ დოლარი სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე შესაბამისად.საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 8,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 5 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,7 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.2024 წლის 31 იანვრის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,3 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 36,4%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,4 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 18,9%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/79/234067941_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_195698a858d5f2ccc246c6e1c759833c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
2024 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 734,1 მილიონი დოლარით
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით 25,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის პერიოდში მშპ-ის 74,5%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი შემცირდა 494,7 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 217,7 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე და სხვა ცვლილებების გამო - 14,6 მილიონი დოლარით, ამავე დროს მაჩვენებელი 780,7 მილიონი დოლარით შემცირდა გაცვლითი კურსის ცვლილების და 18,3 მლნ დოლარით - ფასების ცვლილების გამო.
საგარეო სახელმწიფო ვალის სტრუქტურაში საქართველოს სახელმწიფოს ვალმა შეადგინა 10,8 მლრდ დოლარი (მშპ-ის 30,4%), საიდანაც 8,4 მლრდ დოლარი - მთავრობის ვალია, 811,6 მლნ დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებებია, 439,6 მლნ დოლარი და 1,2 მლრდ დოლარი სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 8,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 5 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,7 მილიარდი დოლარი.
მთლიანი საგარეო ვალის 88,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2024 წლის 31 იანვრის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,3 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 36,4%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,4 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 18,9%).