https://sputnik-georgia.com/20250415/ra-sakitxebs-ganixilavs-kavelashvili-baqoshi-292909293.html
რა საკითხებს განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში
რა საკითხებს განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანში ორდრიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T16:13+0400
2025-04-15T16:13+0400
2025-04-15T16:13+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1f/291955624_0:100:2048:1252_1920x0_80_0_0_41957e423141d9ca1f7c124fd8041a71.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში რეგიონული უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხები იქნება განხილული, განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარიძემ. მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 15 აპრილს გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.როგორც პატარიძემ აღნიშნა, პირველ დღეს გათვალისწინებულია რიგი პროტოკოლური და კულტურული პროგრამები. 16 აპრილიდან კი დაიწყება შეხვედრები უმაღლეს დონეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან - გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან.როგორც ელჩმა აღნიშნა, შეხვედრებზე განხილვის თემა იქნება ის მეგაპროექტებიც, რომლებიც დაკავშირებულია განახლებად ენერგიასთან, ასევე სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებთან, რომლებიც ქვეყნების ურთიერთობას უფრო ახალ საფეხურზე აიყვანს. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ასევე ესტუმრება აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს. საქართველო და აზერბაიჯანი საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი. აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1f/291955624_123:0:1926:1352_1920x0_80_0_0_21092e534bcb21a48b36f5f918324cff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
რა საკითხებს განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში
მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანში ორდრიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში რეგიონული უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხები იქნება განხილული, განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარიძემ.
მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 15 აპრილს გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.
როგორც პატარიძემ აღნიშნა, პირველ დღეს გათვალისწინებულია რიგი პროტოკოლური და კულტურული პროგრამები. 16 აპრილიდან კი დაიწყება შეხვედრები უმაღლეს დონეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან - გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან.
„შეხვედრებზე განხილული იქნება ქვეყნებს შორის მთელი რიგი ორმხრივი საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და, რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულება“, - განაცხადა პატარიძემ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, შეხვედრებზე განხილვის თემა იქნება ის მეგაპროექტებიც, რომლებიც დაკავშირებულია განახლებად ენერგიასთან, ასევე სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებთან, რომლებიც ქვეყნების ურთიერთობას უფრო ახალ საფეხურზე აიყვანს.
„იქნება განხილული ბევრი წარმატებული საკითხი და პროექტი. ვფიქრობ, პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებას და გაძლიერებას“, – განაცხადა პატარაძემ.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ასევე ესტუმრება აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.