https://sputnik-georgia.com/20250415/parlamentma-inprastruqturis-saministros-gakopas-mxari-dauchira-292912495.html
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების ... 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T21:39+0400
2025-04-15T21:39+0400
2025-04-15T21:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282964913_0:112:2048:1264_1920x0_80_0_0_dc38763ab3bf72fc761058bbb9adb908.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.მთავრობის მიერ ინიცირებული 11 კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი კანონმდებლებმა პირველი მოსმენით -81 ხმით მიიღეს.კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, რომელიც არსებული სამინისტროს სამართალმემკვიდრე გახდება, ისეთ საკითხები შევა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება, საავტომობილო გზების მშენებლობა და განვითარება, ნარჩენების მართვა, ინტერნეტიზაცია და ა.შ.რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, ის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებით იქნება დაკავებული, მას დაეკისრება რეგიონული განვითარების ფონდის მართვა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირების კონტროლი.სამინისტროს საბოლოო გაყოფა საკანონმდებლო პაკეტის მიღებიდან სამ თვეში მოხდება, სხვათა შორის, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კანონს ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი მინისტრების დანიშვნის უფლება ექნება.რეგიონული განვითარების მინისტრი თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი გახდება, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.კანონის მიღების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება, რითაც ახალი უწყებების ბიუჯეტი განისაზღვრება.დღეს საქართველოს მთავრობას ჰყავს 12 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი. ვიცე-პრემიერები არიან ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა უკავია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282964913_107:0:1942:1376_1920x0_80_0_0_70302df0e113a5ada5c2214eea217977.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.
მთავრობის მიერ ინიცირებული 11 კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი კანონმდებლებმა პირველი მოსმენით -81 ხმით მიიღეს.
„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით - რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.
კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, რომელიც არსებული სამინისტროს სამართალმემკვიდრე გახდება, ისეთ საკითხები შევა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება, საავტომობილო გზების მშენებლობა და განვითარება, ნარჩენების მართვა, ინტერნეტიზაცია და ა.შ.
რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, ის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებით იქნება დაკავებული, მას დაეკისრება რეგიონული განვითარების ფონდის მართვა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირების კონტროლი.
სამინისტროს საბოლოო გაყოფა საკანონმდებლო პაკეტის მიღებიდან სამ თვეში მოხდება, სხვათა შორის, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კანონს ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალი მინისტრების დანიშვნის უფლება ექნება.
რეგიონული განვითარების მინისტრი თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი გახდება, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.
კანონის მიღების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება, რითაც ახალი უწყებების ბიუჯეტი განისაზღვრება.
დღეს საქართველოს მთავრობას ჰყავს 12 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი. ვიცე-პრემიერები არიან ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა უკავია.