https://sputnik-georgia.com/20250415/momxmarebelta-uflebebis-dacva-ra-daevala-novas-292910089.html
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - რა დაევალა „ნოვას“
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - რა დაევალა „ნოვას“
Sputnik საქართველო
კომპანიას მიეცა ერთი თვის ვადა, რათა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას. 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T18:14+0400
2025-04-15T18:14+0400
2025-04-15T18:14+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/12/238821218_0:1:2000:1126_1920x0_80_0_0_bc04a08f31bb8b4de26e32b859d40731.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების სექტორში შპს „ნოვას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის – უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.GCCA-ის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ სპეციალური შეთავაზებების/ფასდაკლებების პერიოდში მოვაჭრის მიერ არ განხორციელდა საქონლის მარაგების დროული გადამოწმება, ასევე, მოვაჭრის ვებგვერდზე საქონლის ხელმისაწვდომობის შესახებ სწორი და მკაფიო ინფორმაციის განთავსება. შედეგად, მომხმარებელმა მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია სპეციალური შეთავაზებების დასრულების შემდგომ გაიგო და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა.„მოვაჭრე ვალდებულია, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე, ფასდაკლების შეთავაზების პერიოდში უზრუნველყოს მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება და მკაფიოდ, არაორაზროვნად მიწოდება", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაციის დროული განახლება ვერ ხორციელდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული, იმავე კატეგორიის საქონლის (არსებობის შემთხვევაში) ფასდაკლებით შეთავაზება, რომლითაც მომხმარებელს შეკვეთის განთავსების დღეს შეეძლო ესარგებლა. თუ ფასდაკლების პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა უკვე განათავსა შეკვეთა და განახორციელა შესყიდვა, ის არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მოვაჭრემ მარაგები არასწორად მართა.სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა ერთი თვის ვადა, რათა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23882/12/238821218_149:0:1888:1304_1920x0_80_0_0_23b24d2c6f769b4095a071984d468a6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - რა დაევალა „ნოვას“
კომპანიას მიეცა ერთი თვის ვადა, რათა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების სექტორში შპს „ნოვას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის – უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GCCA-ის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ სპეციალური შეთავაზებების/ფასდაკლებების პერიოდში მოვაჭრის მიერ არ განხორციელდა საქონლის მარაგების დროული გადამოწმება, ასევე, მოვაჭრის ვებგვერდზე საქონლის ხელმისაწვდომობის შესახებ სწორი და მკაფიო ინფორმაციის განთავსება. შედეგად, მომხმარებელმა მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია სპეციალური შეთავაზებების დასრულების შემდგომ გაიგო და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა.
„მოვაჭრე ვალდებულია, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე, ფასდაკლების შეთავაზების პერიოდში უზრუნველყოს მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება და მკაფიოდ, არაორაზროვნად მიწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაციის დროული განახლება ვერ ხორციელდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული, იმავე კატეგორიის საქონლის (არსებობის შემთხვევაში) ფასდაკლებით შეთავაზება, რომლითაც მომხმარებელს შეკვეთის განთავსების დღეს შეეძლო ესარგებლა. თუ ფასდაკლების პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა უკვე განათავსა შეკვეთა და განახორციელა შესყიდვა, ის არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მოვაჭრემ მარაგები არასწორად მართა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა ერთი თვის ვადა, რათა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას.