https://sputnik-georgia.com/20250415/kavelashvili-azerbaijanshi-chemi-viziti-daiwyo-292914863.html
ყაველაშვილი: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ყაველაშვილი: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი... 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T22:37+0400
2025-04-15T22:37+0400
2025-04-15T22:37+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_0:43:1920:1123_1920x0_80_0_0_19f23c48c42131d9dfb03da3f727ee89.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანში შედგა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.ყაველაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო - საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.როგორც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ განაცხადა, ვიზიტის პირველ დღეს, 15 აპრილს გათვალისწინებულია რიგი პროტოკოლური და კულტურული პროგრამები. 16 აპრილიდან კი დაიწყება ხაზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრები.საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_ed539616c25e18b2b865924d2f34f6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ყაველაშვილი: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანში შედგა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო - საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ჩემს კოლეგასთან, ბატონ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან გავმართავ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს", - დაწერა ყაველაშვილმა.
როგორც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ განაცხადა, ვიზიტის პირველ დღეს, 15 აპრილს გათვალისწინებულია რიგი პროტოკოლური და კულტურული პროგრამები. 16 აპრილიდან კი დაიწყება ხაზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრები.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.