https://sputnik-georgia.com/20250415/givi-targamadzes-10000-laris-girao-sheeparda-292913690.html
გივი თარგამაძეს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
გივი თარგამაძეს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T21:52+0400
2025-04-15T21:52+0400
2025-04-15T21:52+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/95/233389551_0:215:2878:1834_1920x0_80_0_0_1c6dbdd0782eb628e9b59fd80328910a.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.გივი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 3 აპრილს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან 11 აპრილს საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან დაკავშირებით დამატებითი რეაგირებისთვის პროკურატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიმართა.თარგამაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.თარგამაძისთვის 10 000-ლარიანი გირაო პროკურორმა ნათია თათიაშვილმა მოითხოვა და განაცხადა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს, ვინაიდან თარგამაძემ სსკ ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, როდესაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. პროკურორის განმარტებით, არსებობს თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე. თათიაშვილის თქმით, თარგამაძეს საზღვრის არაერთხელ გადაკვეთა უფიქსირდება, რამაც, შესაძლოა, მიმალვა გაუადვილოს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, კომისიაზე არგამოცხადებით თარგამაძემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება გირაოს თანხას, ადვოკატის განმარტებით, თარგამაძე არანაირ ქონებას არ ფლობს და მისი ერთადერთი შემოსავალი დეპუტატის 1000-ლარიანი პენსიაა. პროკურორის განცხადებით კი ბრალდების მხარემ შეისწავლა თარგამაძის ახლობლების ქონება და დაადგინა, რომ თარგამაძის შვილის სახელზე რეგისტრირებულია ბინა, რომლის გამოყენებაც თარგამაძეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეუძლია. წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აუკრძალა.მანამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.ორთავე მათგანს, ისევე როგორც ოქრუაშვილს, ბრალი წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/95/233389551_74:0:2805:2048_1920x0_80_0_0_56aeae0065e840ef410ba0fb60fee296.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
გივი თარგამაძეს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
გივი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 3 აპრილს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან 11 აპრილს საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან დაკავშირებით დამატებითი რეაგირებისთვის პროკურატურას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიმართა.
თარგამაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თარგამაძისთვის 10 000-ლარიანი გირაო პროკურორმა ნათია თათიაშვილმა მოითხოვა და განაცხადა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს, ვინაიდან თარგამაძემ სსკ ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, როდესაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გამოკითხვაზე არ გამოცხადდა.
პროკურორის განმარტებით, არსებობს თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე. თათიაშვილის თქმით, თარგამაძეს საზღვრის არაერთხელ გადაკვეთა უფიქსირდება, რამაც, შესაძლოა, მიმალვა გაუადვილოს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, კომისიაზე არგამოცხადებით თარგამაძემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება გირაოს თანხას, ადვოკატის განმარტებით, თარგამაძე არანაირ ქონებას არ ფლობს და მისი ერთადერთი შემოსავალი დეპუტატის 1000-ლარიანი პენსიაა. პროკურორის განცხადებით კი ბრალდების მხარემ შეისწავლა თარგამაძის ახლობლების ქონება და დაადგინა, რომ თარგამაძის შვილის სახელზე რეგისტრირებულია ბინა, რომლის გამოყენებაც თარგამაძეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეუძლია.
წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.
8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აუკრძალა.
მანამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ორთავე მათგანს, ისევე როგორც ოქრუაშვილს, ბრალი წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.