https://sputnik-georgia.com/20250415/davitashvili-emaar-shemosvla-sxva-investorebsac-moizidavs-292916122.html
ვიცე-პრემიერი: Emaar-ის ქვეყანაში შემოსვლა სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი
ვიცე-პრემიერი: Emaar-ის ქვეყანაში შემოსვლა სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი
Sputnik საქართველო
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, აღნიშნა მინისტრმა 15.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-15T21:18+0400
2025-04-15T21:18+0400
2025-04-15T21:18+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0f/292914346_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_d5320dc9f6a8582b48f3b232c9a0d507.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ არაბული დეველოპერული კომპანიის გადაწყვეტილება გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო აღიარებას და ასევე იქნება წამახალისებელი გზავნილი სხვა ინვესტორებისთვის, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები განიხილეს. არაბული დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის 6 მლრდ ფოლარის ოდენობის ინვესტიცია 6 წელზე გადანაწილდება და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წლიდან 2024 წლის პერიოდში საქართველომ აშშ-დან 5 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო.მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის.უცხოური ინვესტიციები2028 წლისთვის ეკონომიკაში 9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია. დასახული მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რც ასევე ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.სტატისტიკის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით 29,9%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2022 წელს - 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 61,1%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.2023 წელს, დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის შესწორებულ მონაცემებთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიცია26-27 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უმსხვილეს დეველოპერულ არაბულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი დაბანდება გახდება.აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და გონიოში. ინვესტიცია განაწილდება დაახლოებით ხუთ წელიწადზე, პროექტის დასრულებამდე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0f/292914346_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_54f51422ed528ce54510109f6689b165.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი: Emaar-ის ქვეყანაში შემოსვლა სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ არაბული დეველოპერული კომპანიის გადაწყვეტილება გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო აღიარებას და ასევე იქნება წამახალისებელი გზავნილი სხვა ინვესტორებისთვის, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
არაბული დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის 6 მლრდ ფოლარის ოდენობის ინვესტიცია 6 წელზე გადანაწილდება და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება.
„Emaar-ი არის ძალიან ცნობილი კომპანია, ბრენდი, სახელი და ასევე გამოცდილი პარტნიორი. მისი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა წაახალისებს მთლიანად სექტორს და ახალ სტანდარტებს შემოიტანს, რაც, ვფიქრობ, დარგის სხვა წარმომადგენლებს გარკვეულწილად მიეხმარება", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წლიდან 2024 წლის პერიოდში საქართველომ აშშ-დან 5 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო.
მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის.
2028 წლისთვის ეკონომიკაში 9 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია. დასახული მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რც ასევე ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით 29,9%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2022 წელს - 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 61,1%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
2023 წელს, დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის შესწორებულ მონაცემებთან შედარებით 15%-ით შემცირდა და 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიცია
26-27 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი უმსხვილეს დეველოპერულ არაბულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი დაბანდება გახდება.
აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და გონიოში. ინვესტიცია განაწილდება დაახლოებით ხუთ წელიწადზე, პროექტის დასრულებამდე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.