https://sputnik-georgia.com/20250414/saqartveloshi-operireba-transavia-france-daiwko-292895663.html
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო
Sputnik საქართველო
ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს 14.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-14T15:39+0400
2025-04-14T15:39+0400
2025-04-14T15:39+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287457283_0:101:3462:2048_1920x0_80_0_0_8c616df5b76b039e32d469ad571a665a.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დაბალბიუჯეტურმა ფრანგულმა ავიაკომპანია Transavia France-მა პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.Transavia France ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. პირველი რეისი პარიზიდან თბილისის მიმართულებით 12 აპრილს შესრულდა - ბოინგ 737-800-მ პარიზიდან 163 მგზავრი ჩამოიყვანა.მოსეშვილის განცხადებით, საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული.Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა ორლის აეროპორტშია განთავსებული, რომელიც პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287457283_731:0:3462:2048_1920x0_80_0_0_8ab1ae8c40b7a64bd3d4e2a433e1e48c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო
ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დაბალბიუჯეტურმა ფრანგულმა ავიაკომპანია Transavia France-მა პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Transavia France ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. პირველი რეისი პარიზიდან თბილისის მიმართულებით 12 აპრილს შესრულდა - ბოინგ 737-800-მ პარიზიდან 163 მგზავრი ჩამოიყვანა.
,,კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება ჩვენს აეროპორტში. მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა Air France-KLM ჯგუფთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე ფრანგულ-ჰოლანდიური მულტინაციონალური საავიაციო ჰოლდინგის კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოვიდა", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
მოსეშვილის განცხადებით, საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა ორლის აეროპორტშია განთავსებული, რომელიც პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.