https://sputnik-georgia.com/20250414/ramdeni-medali-moipova-saqartvelos-nakrebma-bratislavashi-evropis-chempionatze-292899587.html
ევროპის ჩემპიონატი ბრატისლავაში: რა შედეგით ბრუნდება საქართველოს ნაკრები?
ევროპის ჩემპიონატი ბრატისლავაში: რა შედეგით ბრუნდება საქართველოს ნაკრები?
Sputnik საქართველო
სლოვაკეთის დედაქალაქმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს 7-13 აპრილს უმასპინძლა. 14.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-14T19:37+0400
2025-04-14T19:37+0400
2025-04-14T19:37+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0e/292896547_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_619c89ef2fb7f0a6eda30d9ff4bedceb.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართევლმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჯამში ცხრა მედალი მოიპოვეს.სლოვაკეთის დედაქალაქში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი 7-13 აპრილის პერიოდში ჩატარდა. ტურნირში პირველებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირში 11 აპრილიდან ჩაერთო.შეჯიბრის დასკვნით დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სომეხი სამველ გრიგორიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოუტანა ჯონი ხეცურიანმა (67 კგ). შესაბამისად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხი მედალი: ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვარაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. გუნდს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვულმა (97 კგ) მოუტანა.საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა.2024 წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა და საერთოგუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოუტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0e/292896547_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_7934de4167e6025244c600da21f174b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევროპის ჩემპიონატი ბრატისლავაში: რა შედეგით ბრუნდება საქართველოს ნაკრები?
სლოვაკეთის დედაქალაქმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს 7-13 აპრილს უმასპინძლა.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართევლმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჯამში ცხრა მედალი მოიპოვეს.
სლოვაკეთის დედაქალაქში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი 7-13 აპრილის პერიოდში ჩატარდა. ტურნირში პირველებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირში 11 აპრილიდან ჩაერთო.
შეჯიბრის დასკვნით დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სომეხი სამველ გრიგორიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოუტანა ჯონი ხეცურიანმა (67 კგ). შესაბამისად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხი მედალი: ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვა
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. გუნდს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვულმა (97 კგ) მოუტანა.
საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა.
2024 წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა და საერთოგუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოუტანა.