https://sputnik-georgia.com/20250414/premieri-qartuli-ena-ertianobis-simboloa-292895178.html
პრემიერი: ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა
პრემიერი: ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა
Sputnik საქართველო
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება. 14.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-14T11:18+0400
2025-04-14T11:18+0400
2025-04-14T11:40+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა, დაწერა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დედაენის დღესთან დაკავშირებით.ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 47 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების ვალდებულებაა, განამტკიცოს ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობა.„ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც „კაცი უნდა ექომაგებოდეს“. სწორედ მშობლიური ენის ქომაგობის ამ გმირულმა აქტმა არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ ის იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი მძლავრი ბიძგი მისცა“, -დაწერა კობახიძემ. დედაენის დღე საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება. ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. თანამედროვე ქართულ ენას აქვს 17 დიალექტი, მათ შორისაა ქართლური, კახური (ისინი ქმნიან სალიტერატურო ენის საფუძველს), იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული და ა.შ.ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა. 2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა. ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერი: ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა
11:18 14.04.2025 (განახლებულია: 11:40 14.04.2025) საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა, დაწერა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დედაენის დღესთან დაკავშირებით.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 47 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
„1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა“, - დაწერა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების ვალდებულებაა, განამტკიცოს ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობა.
„ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც „კაცი უნდა ექომაგებოდეს“. სწორედ მშობლიური ენის ქომაგობის ამ გმირულმა აქტმა არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ ის იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი მძლავრი ბიძგი მისცა“, -დაწერა კობახიძემ.
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
თანამედროვე ქართულ ენას აქვს 17 დიალექტი, მათ შორისაა ქართლური, კახური (ისინი ქმნიან სალიტერატურო ენის საფუძველს), იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული და ა.შ.
ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.
2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.
ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.