https://sputnik-georgia.com/20250414/kvaracxelia-oqros-burtis-nominantebs-shorisaa-292894076.html
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დაასახელეს
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დაასახელეს
Sputnik საქართველო
კვარაცხელია მერვე პოზიციას იკავებს, თუმცა ერთი თვის წინ ის ოცეულშიც კი არ იყო. 14.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-14T12:17+0400
2025-04-14T12:17+0400
2025-04-14T12:17+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:248:1441:1058_1920x0_80_0_0_e590c1898b5e30eeb3d25a6921310bf1.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. „პარი სენ-ჟრმენის" ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2025"-ის ნომინანტთა ათეულში შევიდა.ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ, ბუკმეკერებმა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე კოეფიციენტები განაახლეს. ამ ეტაპზე დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ ვინგერი, ბრაზილიელი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45%-იან ალბათობას შეესაბამება. კვარაცხელია მერვე პოზიციას იკავებს, თუმცა ერთი თვის წინ ის ოცეულშიც კი არ იყო. ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, ტოპ-ათეულში არიან ლამინ იამალი, უსმან დემბელე, კილიან მბაპე, პედრი ლევანდოვსკი და ლაუტარო მარტინესი.ქართველმა ფეხბურთელმა „ასტონ ვილასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში 49-ე წუთზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარის, არგენტინელი ემილიანო მარტინესის კარში შთამბეჭდავი გოლი გაიტანა - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP 10:დაჯილდოების ცერემონია პარიზში ოქტომბერში გაიმართება - ზუსტი თარიღი ზაფხულში დასახელდება.2023 წელს კვარაცხელიამ იტალიური „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:113:1441:1193_1920x0_80_0_0_65274d44613fd4401a71f9d2fb07a337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დაასახელეს
კვარაცხელია მერვე პოზიციას იკავებს, თუმცა ერთი თვის წინ ის ოცეულშიც კი არ იყო.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. „პარი სენ-ჟრმენის" ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2025"-ის ნომინანტთა ათეულში შევიდა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ, ბუკმეკერებმა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე კოეფიციენტები განაახლეს.
ამ ეტაპზე დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ ვინგერი, ბრაზილიელი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45%-იან ალბათობას შეესაბამება.
კვარაცხელია მერვე პოზიციას იკავებს, თუმცა ერთი თვის წინ ის ოცეულშიც კი არ იყო. ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, ტოპ-ათეულში არიან ლამინ იამალი, უსმან დემბელე, კილიან მბაპე, პედრი ლევანდოვსკი და ლაუტარო მარტინესი.
ქართველმა ფეხბურთელმა „ასტონ ვილასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში 49-ე წუთზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარის, არგენტინელი ემილიანო მარტინესის კარში შთამბეჭდავი გოლი გაიტანა - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP 10:
1.
რაფინია („ბარსელონა") – 2,20
2.
ლამინ იამალი („ბარსელონა") – 6,00
3.
მოჰამედ სალაჰი („ლივერპული") – 6,00
4.
უსმან დემბელე („პსჟ") – 7,00
5.
კილიან მბაპე („რეალი") – 8,00
6.
რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა") – 9,00
7.
პედრი („ბარსელონა") – 15,00
8.
ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ") – 21,00
9.
ვინისიუსი („რეალი") – 41,00
10.
ლაუტარო მარტინესი („ინტერი") – 41,00.
დაჯილდოების ცერემონია პარიზში ოქტომბერში გაიმართება - ზუსტი თარიღი ზაფხულში დასახელდება.
2023 წელს კვარაცხელიამ იტალიური „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.