https://sputnik-georgia.com/20250414/dasavlet-saqartveloshi-aziuri-parosanas-sawinaagmdego-gonisziebebi-iwyeba-292895808.html
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის ემზადებიან
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის ემზადებიან
Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან. 14.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-14T16:52+0400
2025-04-14T16:52+0400
2025-04-14T16:52+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_b4c33faaf3b9d4184dab3695258419a4.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრში მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ სააგენტოს სპეციალისტებთან და ჯგუფის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოებზე, რომლებიც ინტენსიური წამლობების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე წელსაც მასშტაბურად განახორციელებს. მავნებელთან საბრძოლველად მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობის ინფორმირებას აქტიურად გააგრძელებენ. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაამუშაონ ბაღები და აგროღონისძიებები სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით დაიწყონ.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0ba7bf75e327c834946246586f8634f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის ემზადებიან
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისთვის სპეცტექნიკა დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრში მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ სააგენტოს სპეციალისტებთან და ჯგუფის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოებზე, რომლებიც ინტენსიური წამლობების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს.
„იწყება „მონიტორინგის ხაფანგების“, ფერომონიანი ხაფანგების და „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით. სპეციალიზებული ტექნიკა სრულად არის მობილიზებული“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე წელსაც მასშტაბურად განახორციელებს. მავნებელთან საბრძოლველად მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობის ინფორმირებას აქტიურად გააგრძელებენ.
სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაამუშაონ ბაღები და აგროღონისძიებები სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით დაიწყონ.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.