https://sputnik-georgia.com/20250414/chexi-turoperatorebi-saqartvelos-turistul-potencials-ecnobian-292894766.html
ჩეხი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ჩეხი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
Sputnik საქართველო
ტუროპერატორები საქართველოს კულტურულ, კულინარიულ და ღვინის ტურიზმს გაეცნენ. 14.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-14T14:15+0400
2025-04-14T14:15+0400
2025-04-14T14:15+0400
საქართველო
ჩეხეთი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/57/244755770_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_eba86cc983acfc1832b5db4ee6b90f55.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ჩეხი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან , იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ჩეხეთიდან 6 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ - თბილისისა და მცხეთის მონახულების შემდეგ კახეთში - წინანდალი, ხოლო შიდა ქართლში - უფლისციხე დაათვალიერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ინფო-ტურის ფარგლებში ჩეხი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც ჩეხეთიდან საქართველოში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტურისტული ნაკადების მოზიდვის და ტურისტული პაკეტების თემები განიხილეს. ჩეხი ტუროპერატორები დაინტერესდნენ სათავგადასავლო, გასტრო და ღვინის ტურიზმით. „საქართველოთი 20 წელზე მეტია დაინტერესებული ვართ. ახლა ვცდილობთ ახალი პარტნიორების შეძენას და ახალი მიმართულების აღმოჩენას. ჩემთვის დიდი ინსპირაციაა საქართველოში კულინარიული და ღვინის ტურიზმი და გვინდა ეს მიმართულებები განვავითაროთ. ჩეხი მოგზაურები აქტიური ტურიზმით არიან დაინტერესებული და მათ იზიდავთ როგორც კურორტები, ასევე სათავგადასავლო ტურები და ღვინის ტურიზმი“, - განაცხადა ჩეხმა ტუროპერატორმა მილოშ პოდპერამ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ტური საქართველოში „თურქეთის ავიახაზებთან“ თანამშრომლობით ტარდება.საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის მედიატურებს გამართავს.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/57/244755770_152:0:1929:1333_1920x0_80_0_0_fbf06ad9b198c19acdf9886545c1a705.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩეხეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩეხეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
ჩეხი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ტუროპერატორები საქართველოს კულტურულ, კულინარიულ და ღვინის ტურიზმს გაეცნენ.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ჩეხი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან , იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ჩეხეთიდან 6 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ - თბილისისა და მცხეთის მონახულების შემდეგ კახეთში - წინანდალი, ხოლო შიდა ქართლში - უფლისციხე დაათვალიერეს.
„გაიმართა შეხვედრები ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ერთი კვირის განმავლობაში მათ მოინახულეს საქართველოს რამდენიმე რეგიონი და გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს, რათა სამომავლოდ თანამშრომლობა შედგეს და საქართველოში ბევრად მეტი ჩეხი ტურისტი ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ინფო-ტურის ფარგლებში ჩეხი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც ჩეხეთიდან საქართველოში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტურისტული ნაკადების მოზიდვის და ტურისტული პაკეტების თემები განიხილეს.
„საკმაოდ წარმატებული შეხვედრები გვქონდა ჩეხ ტუროპერატორებთან, შეხვედრებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ჩეხური ტურისტული კომპანია დაინტერესდება ჩვენი ქვეყნით და მეტი ტურისტი ჩამოვა ჩეხეთიდან საქართველოში“-განაცხადა კომპანია „ვიზიტ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა ქეთი წიკლაურმა.
ჩეხი ტუროპერატორები დაინტერესდნენ სათავგადასავლო, გასტრო და ღვინის ტურიზმით.
„საქართველოთი 20 წელზე მეტია დაინტერესებული ვართ. ახლა ვცდილობთ ახალი პარტნიორების შეძენას და ახალი მიმართულების აღმოჩენას. ჩემთვის დიდი ინსპირაციაა საქართველოში კულინარიული და ღვინის ტურიზმი და გვინდა ეს მიმართულებები განვავითაროთ. ჩეხი მოგზაურები აქტიური ტურიზმით არიან დაინტერესებული და მათ იზიდავთ როგორც კურორტები, ასევე სათავგადასავლო ტურები და ღვინის ტურიზმი“, - განაცხადა ჩეხმა ტუროპერატორმა მილოშ პოდპერამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ტური საქართველოში „თურქეთის ავიახაზებთან“ თანამშრომლობით ტარდება.
საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის მედიატურებს გამართავს.