https://sputnik-georgia.com/20250413/ramaz-zoidze-vicechempionia-292883355.html
რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო 13.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-13T12:52+0400
2025-04-13T12:52+0400
2025-04-13T12:52+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252507026_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_13b748bf479051c0fac1e8fd15205ef6.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი ფინალურ ორთაბრძოლაში სამგზის ევროპის ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.გარდა ამისა, ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი ანგარიშით 8:1 დაამარცხა.სლოვაკეთის დედაქალაქში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი 7-13 აპრილის პერიოდში იმართება. ტურნირში პირველებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირში 11 აპრილიდან ჩაერთო.13 აპრილს, შეჯიბრის დასკვნით დღეს, სამი ქართველი ფალავანი ბრინაჯოს მედლის მოპოვებას შეეცდება.ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) დაიკავა.2024 წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა და საერთოგუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოუტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252507026_115:0:1200:814_1920x0_80_0_0_7473ab9f400711095102a1652ba17094.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი ფინალურ ორთაბრძოლაში სამგზის ევროპის ჩემპიონთან, სომეხ მალხას ამოიანთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
გარდა ამისა, ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი ანგარიშით 8:1 დაამარცხა.
სლოვაკეთის დედაქალაქში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი 7-13 აპრილის პერიოდში იმართება. ტურნირში პირველებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირში 11 აპრილიდან ჩაერთო.
13 აპრილს, შეჯიბრის დასკვნით დღეს, სამი ქართველი ფალავანი ბრინაჯოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) დაიკავა.
2024 წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა და საერთოგუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოუტანა.