https://sputnik-georgia.com/20250413/parlamenti-partiebis-akrzalvis-taobaze-cvlilebebs-ganixilavs-292890232.html
პარლამენტი პოლიტპარტიების აკრძალვის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს
პარლამენტი პოლიტპარტიების აკრძალვის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მოხდეს. 13.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-13T17:52+0400
2025-04-13T17:52+0400
2025-04-13T17:52+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286498020_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_7688f4f0adecaa4df3a9385f4827a1b0.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას შეუდგება, რაც საბოლოოდ გამორიცხავს პარტიების უცხოური დაფინანსებისა და სახელმწიფოს მიერ უკონტროლო გრანტების მიღების შესაძლებლობას.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით 14 აპრილს განიხილავს.ამავე ცვლილებების ფარგლებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.ცვლილებების გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მოხდეს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.პარტიის საქმიანობა, ასევე, შეიძლება შეწყდეს რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე - პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286498020_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_9f179036c853b44650ce9b1074801e5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პარლამენტი პოლიტპარტიების აკრძალვის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მოხდეს.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას შეუდგება, რაც საბოლოოდ გამორიცხავს პარტიების უცხოური დაფინანსებისა და სახელმწიფოს მიერ უკონტროლო გრანტების მიღების შესაძლებლობას.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით 14 აპრილს განიხილავს.
პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
ამავე ცვლილებების ფარგლებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.
ცვლილებების გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება მოხდეს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
პარტიის საქმიანობა, ასევე, შეიძლება შეწყდეს რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე - პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.