https://sputnik-georgia.com/20250413/ilia-meore-bzobis-madlit-gmertma-dalocos-saqartvelo-292883474.html
ილია მეორე: ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი
ილია მეორე: ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი
Sputnik საქართველო
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი... 13.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-13T14:49+0400
2025-04-13T14:49+0400
2025-04-13T14:49+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:241:1939:1332_1920x0_80_0_0_5740fae27b3b37a72e32f41762f8cf59.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილში.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს — ბზობას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.როგორც წერილშია აღნიშნული, ეს იყო იესო ქრისტეს ამქვეყნად მყოფობის 33 წლის მანძილზე მთელი ერის უდიდესი ნაწილისაგან მისი ღმერთად და მეუფედ აღიარებისა და თაყვანისცემის ერთადერთი დღე. ამიტომაც, ბზობა განსაკუთრებული ზეიმია.„იერუსალიმში მიმავალო, კიცვსა ზედა მჯდომარეო, უფალო ჩვენო, ჩვენც გაგიფენთ ჩვენს სამოსს, ჩვენს სულს, გულსა და სიყვარულს და შეგთხოვთ: ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, ნურასდროს განგვეშორები და დიდითა სულგრძელებითა შენითა შეგვიწყალენ. ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“, - ნათქვამია წერილში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:60:1939:1514_1920x0_80_0_0_14e3765b7e66215e2a24569dcbcee109.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორე: ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილში.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს — ბზობას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
„ლაზარეს აღდგინების მეორე დღეს, პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში მიმავალ მაცხოვარს მთელი ხალხი მიწაზე ყვავილებს, თავიანთ სამოსელს, პალმის (ბაიას) რტოებს უფენდა და ჩვილი ბავშვებიც, უფროსებთან ერთად, ხმამაღლა სიხარულით გალობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!“", - ნათქვამია წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, ეს იყო იესო ქრისტეს ამქვეყნად მყოფობის 33 წლის მანძილზე მთელი ერის უდიდესი ნაწილისაგან მისი ღმერთად და მეუფედ აღიარებისა და თაყვანისცემის ერთადერთი დღე. ამიტომაც, ბზობა განსაკუთრებული ზეიმია.
„იერუსალიმში მიმავალო, კიცვსა ზედა მჯდომარეო, უფალო ჩვენო, ჩვენც გაგიფენთ ჩვენს სამოსს, ჩვენს სულს, გულსა და სიყვარულს და შეგთხოვთ: ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, ნურასდროს განგვეშორები და დიდითა სულგრძელებითა შენითა შეგვიწყალენ. ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“, - ნათქვამია წერილში.