https://sputnik-georgia.com/20250412/ratom-wydeba-wyali-saqartvelosi-energoombudsmenis-angarisi-292880678.html
რატომ წყდება წყალი საქართველოში - ენერგოომბუდსმენმა მიზეზები დაასახელა
რატომ წყდება წყალი საქართველოში - ენერგოომბუდსმენმა მიზეზები დაასახელა
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეწყვეტა ბოლო დროს სერიოზულ პრობლემად იქცა 12.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-12T20:17+0400
2025-04-12T20:17+0400
2025-04-12T20:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22811/80/228118071_0:32:3049:1747_1920x0_80_0_0_a74d00aa1dc33aa948a710cacbd7e723.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. წყალმომარაგების გათიშვის ძირითადი მიზეზი წყალმომარაგების კომპანიის ქსელის მესამე მხარის მიერ ავარიული დაზიანებაა, ასეთი მონაცემები ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია გამოქვეყნებული.წყალმომარაგების გათიშვები საქართველოში ბოლო პერიოდში სერიოზულ პრობლემად იქცა. ამით განსაკუთრებით დიდი ქალაქები ზარალდებიან. წყლის შეწყვეტა ხელისუფლების კრიტიკას იწვევს. არადა საქართველოში წყალმომარაგების მთელი სისტემა კერძო კომპანიებს ეკუთვნის.ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, 2024 წელს თბილისსა და რუსთავში წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტების გათიშვის 8,6 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7,3 ათასი უკავშირდებოდა წყალმომარაგების სისტემის ავარიულ დაზიანებას, 1,02 ათასი - წყალმომარაგების სისტემის მესამე პირების მიერ დაზიანებას ან წყალმომარაგების სისტემის ობიექტებზე ელექტროენერგიის გათიშვას და მხოლოდ 250 - გეგმიურ გათიშვას.ასევე 2024 წელს დაფიქსირდა რეგიონების მომწოდებელი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტების დაახლოებით 3 ათასი გათიშვა, საიდანაც 2,7 ათასი ავარიებს უკავშირდება.კომპანია „ბათუმის წყალმა“ აბონენტებს წყალი 506-ჯერ გაუთიშა, საიდანაც მხოლოდ 24-ჯერ იყო გეგმიური, დანარჩენი უკავშირდებოდა ფორსმაჟორულ სიტუაციებს ნალექისა და ავარიების გამო.ექსპერტების აზრით, საქართველოში წყალმომარაგების პრობლემა მოძველებულ კომუნიკაციებსა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობას უკავშირდება.პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდ ქალაქებში, სადაც კომუნიკაციების შეცვლა ხშირად დაკავშირებულია გზების ჩაკეტვასთან და დამატებით საცობებთან და ასევე დამოკიდებულია მუნიციპალურ ბიუჯეტზე, რადგან საგზაო სამუშაოებს მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22811/80/228118071_222:0:2951:2047_1920x0_80_0_0_7e0ea5672b106a402a4709329ca97b80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
რატომ წყდება წყალი საქართველოში - ენერგოომბუდსმენმა მიზეზები დაასახელა
წყალმომარაგების შეწყვეტა ბოლო დროს სერიოზულ პრობლემად იქცა
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. წყალმომარაგების გათიშვის ძირითადი მიზეზი წყალმომარაგების კომპანიის ქსელის მესამე მხარის მიერ ავარიული დაზიანებაა, ასეთი მონაცემები ენერგოომბუდსმენის ანგარიშშია გამოქვეყნებული.
წყალმომარაგების გათიშვები საქართველოში ბოლო პერიოდში სერიოზულ პრობლემად იქცა. ამით განსაკუთრებით დიდი ქალაქები ზარალდებიან. წყლის შეწყვეტა ხელისუფლების კრიტიკას იწვევს. არადა საქართველოში წყალმომარაგების მთელი სისტემა კერძო კომპანიებს ეკუთვნის.
ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, 2024 წელს თბილისსა და რუსთავში წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტების გათიშვის 8,6 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7,3 ათასი უკავშირდებოდა წყალმომარაგების სისტემის ავარიულ დაზიანებას, 1,02 ათასი - წყალმომარაგების სისტემის მესამე პირების მიერ დაზიანებას ან წყალმომარაგების სისტემის ობიექტებზე ელექტროენერგიის გათიშვას და მხოლოდ 250 - გეგმიურ გათიშვას.
ასევე 2024 წელს დაფიქსირდა რეგიონების მომწოდებელი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტების დაახლოებით 3 ათასი გათიშვა, საიდანაც 2,7 ათასი ავარიებს უკავშირდება.
კომპანია „ბათუმის წყალმა“ აბონენტებს წყალი 506-ჯერ გაუთიშა, საიდანაც მხოლოდ 24-ჯერ იყო გეგმიური, დანარჩენი უკავშირდებოდა ფორსმაჟორულ სიტუაციებს ნალექისა და ავარიების გამო.
ექსპერტების აზრით, საქართველოში წყალმომარაგების პრობლემა მოძველებულ კომუნიკაციებსა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობას უკავშირდება.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდ ქალაქებში, სადაც კომუნიკაციების შეცვლა ხშირად დაკავშირებულია გზების ჩაკეტვასთან და დამატებით საცობებთან და ასევე დამოკიდებულია მუნიციპალურ ბიუჯეტზე, რადგან საგზაო სამუშაოებს მოითხოვს.