https://sputnik-georgia.com/20250412/ra-ganixiles-saqartvelos-da-ungretis-premierebma-antaliasi-292877727.html
რა განიხილეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა ანტალიაში
რა განიხილეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა ანტალიაში
Sputnik საქართველო
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა პარტნიორობის გაღრმავებისთვის 12.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-12T16:33+0400
2025-04-12T16:33+0400
2025-04-12T16:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0c/292876665_0:115:2049:1267_1920x0_80_0_0_e35ee144a1d76730b6f3146a7179aee9.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა მასთან ერთად თანამშრომლობის საკითხები საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.შეხვედრა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“. კობახიძე სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე „პარტნიორობა მრავალპოლარულ ეპოქაში“.საქართველო და უნგრეთისაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს რომ ბრიუსელმა რაიმე არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0c/292876665_102:0:1945:1382_1920x0_80_0_0_5743a0f293223d2ae27da5c5f6a88d6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რა განიხილეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა ანტალიაში
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა პარტნიორობის გაღრმავებისთვის
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა მასთან ერთად თანამშრომლობის საკითხები საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.
შეხვედრა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“. კობახიძე სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე „პარტნიორობა მრავალპოლარულ ეპოქაში“.
„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს რომ ბრიუსელმა რაიმე არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.