რა განიხილა საქართველოს პრემიერმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე

© Сourtesy of Georgian Governmentანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეტს შორის შეხვედრა გაიმართა.
ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეტს შორის შეხვედრა გაიმართა. - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2025
გამოწერა
შეხვედრაზე კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.
შეხვედრა შედგა PACE-ს მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღეს. 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც გააკრიტიკა ხელისუფლება მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მოითხოვა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და დაიმუქრა, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაირიცხება.
© Сourtesy of Georgian Governmentანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეტს შორის შეხვედრა გაიმართა.
Встреча в Анталии премьер-министра Грузии Ираклия Кобахидзе и генсека Совета Европы Алена Берсе - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2025
ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეტს შორის შეხვედრა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
ყველა ახალი ამბავი
0