https://sputnik-georgia.com/20250412/mixeil-yavelasvili-baqos-ewveva-292872547.html
მიხეილ ყაველაშვილი ბაქოს ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი ბაქოს ეწვევა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტისთვის აზერბაიჯანში ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია 12.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-12T10:40+0400
2025-04-12T10:40+0400
2025-04-12T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრეზიდენტი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:101:927:622_1920x0_80_0_0_022a02137920dfeb2f19409fff5a1b2f.jpg
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებს შეეხო საუბარი საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მიხეილ ყაველაშვილმა ფაიგ გულიევთან დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვეცდრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობაც. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, სატარიფო ომებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. საქართველო და აზერბაიჯანი საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი. აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:14:927:709_1920x0_80_0_0_8e919be3ca8585372ac460faeb8c87c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრეზიდენტი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრეზიდენტი, კავკასია
მიხეილ ყაველაშვილი ბაქოს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტისთვის აზერბაიჯანში ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებს შეეხო საუბარი საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,
მიხეილ ყაველაშვილმა ფაიგ გულიევთან დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვეცდრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები,
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობაც. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, სატარიფო ომებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.