https://sputnik-georgia.com/20250411/sav-zrvaze-kavsirebis-ganvitareba-zalian-mnisvnelovania-maka-boworisvili-292866567.html
შავ ზღვაზე კავშირების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია - მაკა ბოჭორიშვილი
შავ ზღვაზე კავშირების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია - მაკა ბოჭორიშვილი
Sputnik საქართველო
შავ ზღვას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, აღნიშნა მინისტრმა 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T16:06+0400
2025-04-11T16:06+0400
2025-04-11T16:06+0400
შავი ზღვა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:196:2048:1348_1920x0_80_0_0_e921faa54ad173925f3ca8801161b03a.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კავშირების განვითარება შავი ზღვის გავლით, რომელიც არის დამაკავშირებელი რგოლი ევროკავშირთან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე.საერთაშორისო კონფერენცია „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ საბერძნეთში 9-10 აპრილს გაიმართა. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მოედანს, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები განიხილავენ გლობალურ საკითხებს ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კონტექსტში.შავ ზღვასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს შორის უპირველესი უსაფრთხოებაა, აღნიშნა მან.სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის კონტექსტში.მისი თქმით, შავი ზღვა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფანია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობის, კულტურისა და დიპლომატიის გზაჯვარედინს წარმოადგენდა.მინისტრმა განსაკუთრებით ის პერიოდი გამოყო, როდესაც რუმინეთი, ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რის შემდეგაც საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისთვის, შავი ზღვა იქცა ევროკავშირთან ერთგვარ დამაკავშირებელ ზღვად.ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის, სატრანზიტო, ენერგეტიკული და სტრატეგიული პარტნიორის როლზე და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქვეყნის სტრატეგიული ხედვა, რომლის მიხედვითაც შავი ზღვა მომავალში თანამშრომლობის, განვითარებისა და მშვიდობის პლატფორმად უნდა იქცეს.მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას რეგიონულ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკულ და სავაჭრო ინტეგრაციას და დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის.ბოჭორიშვილის თქმით, შავი ზღვის მომავალი უაღრესად მნიშვნელოვანია და მისი, როგორც ღია, თავისუფალი და უსაფრთხო სივრცის შენარჩუნება მოითხოვს ერთობლივ მოქმედებას, სტრატეგიულ ხედვას და მდგრად პარტნიორობას.საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ აერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საქმიან, აკადემიურ და სხვა ლიდერებს წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, გავლენის მოსახდენად ეროვნულ და რეგიონულ დღის წესრიგზე და მდგრადი და სოციალურად პასუხისგებლიანი ზრდის პოლიტიკის გასატარებლად ევროპაში, ფართო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და საბერძნეთში.ფორუმს მართავს დირექტორთა საბჭო და მრჩეველთა კომიტეტი. ისინი მონიტორინგს უწევენ და აუმჯობესებენ ორგანიზაციის მუშაობას და ყოველწლიური შეხვედრების, პოლიტიკური დოკუმენტებისა და ცოდნის პლატფორმების მეშვეობით ცდილობენ მის სარგებლიანობის ამაღლებას.
შავი ზღვა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:4:2048:1540_1920x0_80_0_0_96c3659f9818aa4644472f17ce459874.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შავი ზღვა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შავი ზღვა , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შავ ზღვაზე კავშირების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია - მაკა ბოჭორიშვილი
შავ ზღვას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კავშირების განვითარება შავი ზღვის გავლით, რომელიც არის დამაკავშირებელი რგოლი ევროკავშირთან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
საერთაშორისო კონფერენცია „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ საბერძნეთში 9-10 აპრილს გაიმართა. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მოედანს, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები განიხილავენ გლობალურ საკითხებს ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კონტექსტში.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლით კავშირების განვითარება და ასე ვხედავთ ამას საქართველოსთვის. შავი ზღვა არის დამაკავშირებელი ზღვა ევროკავშირთან და ევროპულ ზონასთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შავ ზღვასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს შორის უპირველესი უსაფრთხოებაა, აღნიშნა მან.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის კონტექსტში.
მისი თქმით, შავი ზღვა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფანია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობის, კულტურისა და დიპლომატიის გზაჯვარედინს წარმოადგენდა.
„საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანაა. შავი ზღვა ჩვენი ისტორიაა და ნამდვილად უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის“, - აღნიშნა მან.
მინისტრმა განსაკუთრებით ის პერიოდი გამოყო, როდესაც რუმინეთი, ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რის შემდეგაც საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისთვის, შავი ზღვა იქცა ევროკავშირთან ერთგვარ დამაკავშირებელ ზღვად.
ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის, სატრანზიტო, ენერგეტიკული და სტრატეგიული პარტნიორის როლზე და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქვეყნის სტრატეგიული ხედვა, რომლის მიხედვითაც შავი ზღვა მომავალში თანამშრომლობის, განვითარებისა და მშვიდობის პლატფორმად უნდა იქცეს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას რეგიონულ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკულ და სავაჭრო ინტეგრაციას და დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის.
ბოჭორიშვილის თქმით, შავი ზღვის მომავალი უაღრესად მნიშვნელოვანია და მისი, როგორც ღია, თავისუფალი და უსაფრთხო სივრცის შენარჩუნება მოითხოვს ერთობლივ მოქმედებას, სტრატეგიულ ხედვას და მდგრად პარტნიორობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ აერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საქმიან, აკადემიურ და სხვა ლიდერებს წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, გავლენის მოსახდენად ეროვნულ და რეგიონულ დღის წესრიგზე და მდგრადი და სოციალურად პასუხისგებლიანი ზრდის პოლიტიკის გასატარებლად ევროპაში, ფართო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და საბერძნეთში.
ფორუმს მართავს დირექტორთა საბჭო და მრჩეველთა კომიტეტი. ისინი მონიტორინგს უწევენ და აუმჯობესებენ ორგანიზაციის მუშაობას და ყოველწლიური შეხვედრების, პოლიტიკური დოკუმენტებისა და ცოდნის პლატფორმების მეშვეობით ცდილობენ მის სარგებლიანობის ამაღლებას.