https://sputnik-georgia.com/20250411/saqartvelo-rusettan-urtiertobebis-msvidobian-ganvitarebas-emxroba-292870524.html
საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას ემხრობა - პრემიერ-მინისტრი
საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას ემხრობა - პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ამავდროულად, ხელისუფლება ახორციელებს ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას და გააჩნია სავაჭრო... 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T22:21+0400
2025-04-11T22:21+0400
2025-04-11T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარების მშვიდობიანი და პრაგმატული ხედვა გააჩნია, მიუხედავად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას. კობახიძე ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური კუთხით ქვეყანა წარმატებით ვითარდება.„თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან მოყოლებული 9,4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ ყურადღების კონცენტრირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში ღრმავდება.კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ აქვს საქართველოს სამშვიდობო ხედვა ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან და პრაგმატულ ხედვას მიყვება.საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა - რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილმა კი მთელი იმპორტის 11,2% შეადგინა.რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისაქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას ემხრობა - პრემიერ-მინისტრი
საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ამავდროულად, ხელისუფლება ახორციელებს ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას და გააჩნია სავაჭრო პარტნიორობა, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარების მშვიდობიანი და პრაგმატული ხედვა გააჩნია, მიუხედავად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას. კობახიძე ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობს.
„არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. ეს ხედვა მუშაობს“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური კუთხით ქვეყანა წარმატებით ვითარდება.
„თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან მოყოლებული 9,4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ ყურადღების კონცენტრირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში ღრმავდება.
„ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ“, - აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ აქვს საქართველოს სამშვიდობო ხედვა ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან და პრაგმატულ ხედვას მიყვება.
საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა - რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილმა კი მთელი იმპორტის 11,2% შეადგინა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.