https://sputnik-georgia.com/20250411/ruset-ukrainis-konfliqti-292866088.html
მოსაზრება: ნატოს რუსეთის ახალი ავიამზიდები აშფოთებს
მოსაზრება: ნატოს რუსეთის ახალი ავიამზიდები აშფოთებს
Sputnik საქართველო
მოსკოვი არავის მისცემს უფლებას, შეასუსტოს რუსეთის პოზიციები შავ ზღვაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებშიც კი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი განუწყვეტლივ... 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T13:01+0400
2025-04-11T13:01+0400
2025-04-11T13:01+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/49/233814942_0:93:1701:1050_1920x0_80_0_0_2ef89075b317d1677d890e2666fcb0fd.jpg
მოსკოვი არავის მისცემს უფლებას, შეასუსტოს რუსეთის პოზიციები შავ ზღვაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებშიც კი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი განუწყვეტლივ ახლდება და ახალ საბრძოლო ძალას იძენს.დასავლეთში იზრდება პანიკაიმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმში რუსები დაჩქარებული ტემპით აგებენ ორ გიგანტურ და უკიდურესად სახიფათო უნივერსალურ სადესანტო ხომალდს — „ივან როგოვს“ და „მიტროფან მოსკალენკოს“. როგორც ირწმუნებიან, მათ უნდა შეცვალონ მძიმე ავიამზიდი კრეისერი „ადმირალ კუზნეცოვი“.ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივს“ მუდმივად აკვირდებიან ამერიკისა და ნატოს სადაზვერვო თანამგზავრები, ხოლო სატელიტური ფოტოები რეგულარულად იბეჭდება სპეციალიზებულ გამოცემებში.Military Watch Magazine-ის პროგნოზით, რუსულ უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე ვერტიკალური აფრენა-დაჯდომის გამანადგურებლები განთავსდება, მაგალითად, Як-141 ტიპის— აღჭურვილი ჰიპერბგერითი რაკეტებით. ფორმალურად, ასეთი თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ჯერ არ აქვს, თუმცა, სავარაუდოა, რომ პირველ ავიამზიდთა ზღვაში გასვლამდე (არაუგვიანეს 2028 წლისა), ამ მიმართულებით მოსალოდნელია ტექნოლოგიური სიურპრიზიც.დასავლეთში ხომალდების „ივან როგოვის“ და „მიტროფან მოსკალენკოს“ კორპუსებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების America-ს კლასის ავიამზიდებსა და საფრანგეთის ბირთვულ ავიამზიდ შარლ დე გოლს ადარებენ. ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, პროექტ 23900-ის რუსული უნივერსალური სადესანტო ხომალდი „შეიძლება, გახდეს მსოფლიოში უდიდესი საბრძოლო ავიამზიდი, უფრო მძიმე, ვიდრე უმრავლესობა არსებული ავიამზიდებისა, მათ შორის, კონტინენტური ევროპის ყველაზე მძიმე, 40 000-ტონიანი Charles De Gaulle და იაპონიის ყველაზე მძიმე, 27 000-ტონიანი Izumo“.პროექტ 23900-ის ორი უნივერსალური სადესანტო, 40 000 ტონიანი ხომალდი, ჩაიდო ქერჩში, 2020 წლის 20 ივლისს გემთმშენებელ ქარხანა „ზალივზე“ (მდებარეობს ყირიმის ხიდიდან რვა კილომეტრის მოშორებით). რუსული უნივერსალური ხომალდი ყველა პარამეტრით აღემატება ფრანგულ ვერტმფრენმზიდ Mistral-ს: მას შეუძლია, იმოქმედოს მსოფლიო ოკეანეს ნებისმიერ წერტილში — სამშობლოს სანაპიროებიდან 6000 საზღვაო მილის დაშორებით, ბორტზე ატაროს, დაახლოებით, 20 სადაზვერვო-საბრძოლო ვერტმფრენი Ка-27 და Ка-65 „მინოგა“, სადესანტო კატერები და უპილოტო საფრენი აპარატები.პროექტი 23900 ითვლება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის ზედაპირული ხომალდების მშენებლობის ყველაზე ამბიციურ პროგრამად მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში.ყირიმის გემთმშენებელმა ქარხანამ მიაღწია თვალსაჩინო (კოსმოსიდანაც შესამჩნევ) პროგრესს ავიამზიდი ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდების მშენებლობაში. ეს წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე.განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ (ნატოს მხარდაჭერით) ქარხანა „ზალივზე“ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა შედეგი არ გამოიღო. ფუჭი აღმოჩნდა აგრეთვე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ქარხნის მიმართ. მას შემდეგ, რაც ყირიმი რუსეთს დაუბრუნდა, ქარხანამ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის 22 გემისა და ხომალდის შეკვეთა მიიღო.ქერჩის ქარხანაში მშენებლობისთვის მშრალი დოკი გამოიყენება, რომელიც საშუალებას იძლევა, აშენდეს 350 მეტრის სიგრძისა და 58 მეტრის სიგანის, გემები და ხომალდები, ერთდროულად ორი-სამი კორპუსი. გეგმის მიხედვით, ზღვაში პირველი გავა უნივერსალური სადესანტო ხომალდი „ივან როგოვი“.სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, შესაძლოა, ვინმეს დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მსხვილი ზედაპირული ხომალდების დაფინანსებისა და მშენებლობის პროგრამებმა უკანა პლანზე გადაიწია (პრიორიტეტი მიენიჭა სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო-კოსმოსური ძალების გადაიარაღებას). თუმცა, რეალობა, მზარდი გიგანტების სახით ქერჩის ქარხანაში, ოპონენტებში სასოწარკვეთილებას იწვევს.ცოტა ხნის წინ გამოცემა The War Zone-მა გამოაქვეყნა Maxar Technologies-ის თანამგზავრული სურათები, რომლებზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა 23900 პროექტის ერთ-ერთი ხომალდის კორპუსში შენიშნეს „ორი დიდი მართკუთხაჩაღრმავება, რომლებიც, სავარაუდოდ, განკუთვნილია თვითმფრინავებისა და სხვა აღჭურვილობის ლიფტებით გადატანისთვის ფრენის გემბანსა და ქვედა ანგარებს შორის“. ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვსო. თუმცა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლა უახლოეს წლებში პენტაგონსა და ნატოს არაერთ „საოცარ აღმოჩენას“ პირდება.დასავლელი პროპაგანდისტების (მათ შორის კიევის საინფორმაციო „მარათონის“) ვერსიით, სამი წლის ომის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტისგან, თითქოს, აღარაფერია დარჩენილი. თუმცა, ყოველდღიური, ერთობლივად განხორციელებული დარტყმები რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოწინააღმდეგის ობიექტებზე მთელ უკრაინის ტერიტორიაზე აშკარად მოწმობს, რომ ეს დეზინფორმაციაა. დღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში იმყოფება 49 საბრძოლო ხომალდი და წყალქვეშა ნავი, გარდა დაახლოებით სხვა ორასი გემისა და ხომალდისა.ადრე The War Zone-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ორი ახალი დიდი უნივერსალური სადესანტო ხომალდი რუსულ ფლოტს რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მიანიჭებს: „სადესანტო ხომალდი ბევრად უფრო მოქნილია, თუნდაც ტრადიციული ავიაციის გარეშე.ვარაუდობენ, რომ პროექტი 23900 მიიღებს ექვს სადესანტო კატერს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 75 ერთეული ჯავშანტექნიკის, 900 სამხედრო მოსამსახურისა და დამხმარე აღჭურვილობის გადასხმა პლაცდარმზე სადესანტო ოპერაციის დროს. ის აგრეთვე გამოდგება ფლაგმანის როლისთვის სანაპირო ოპერაციებში ან მცურავი ჰოსპიტალის ფუნქციისთვის.გარკვეული მოდიფიკაციებით ან ინდივიდუალური საავიაციო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, ეს საბრძოლო გემები ასევე შეძლებენ, ნაღმსაწინააღმდეგო ომშიც მონაწილეობის მიღებას. გარდა ამისა, ასეთი ტიპის სადესანტო ხომალდებმა მრავალჯერ დაამტკიცეს თავიანთი მნიშვნელობა არასაბრძოლო სიტუაციებში, მათ შორის, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ოპერაციებში“.რუსეთი გეგმავს ავიამზიდის ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდების — პროექტ 23900-ის — სერიული მშენებლობის გაგრძელებას. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება „გამოყენების პრაქტიკის“ შედეგების საფუძველზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/49/233814942_90:0:1611:1141_1920x0_80_0_0_3e46da0dba5dd6dc955c0df2edaa0117.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
მოსკოვი არავის მისცემს უფლებას, შეასუსტოს რუსეთის პოზიციები შავ ზღვაში. სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებშიც კი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი განუწყვეტლივ ახლდება და ახალ საბრძოლო ძალას იძენს.
დასავლეთში იზრდება პანიკაიმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმში რუსები დაჩქარებული ტემპით აგებენ ორ გიგანტურ და უკიდურესად სახიფათო უნივერსალურ სადესანტო ხომალდს — „ივან როგოვს“ და „მიტროფან მოსკალენკოს“. როგორც ირწმუნებიან, მათ უნდა შეცვალონ მძიმე ავიამზიდი კრეისერი „ადმირალ კუზნეცოვი“.
ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივს“ მუდმივად აკვირდებიან ამერიკისა და ნატოს სადაზვერვო თანამგზავრები, ხოლო სატელიტური ფოტოები რეგულარულად იბეჭდება სპეციალიზებულ გამოცემებში.
Military Watch Magazine-ის პროგნოზით, რუსულ უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე ვერტიკალური აფრენა-დაჯდომის გამანადგურებლები განთავსდება, მაგალითად, Як-141 ტიპის— აღჭურვილი ჰიპერბგერითი რაკეტებით. ფორმალურად, ასეთი თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს ჯერ არ აქვს, თუმცა, სავარაუდოა, რომ პირველ ავიამზიდთა ზღვაში გასვლამდე (არაუგვიანეს 2028 წლისა), ამ მიმართულებით მოსალოდნელია ტექნოლოგიური სიურპრიზიც.
დასავლეთში ხომალდების „ივან როგოვის“ და „მიტროფან მოსკალენკოს“ კორპუსებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების America-ს კლასის ავიამზიდებსა და საფრანგეთის ბირთვულ ავიამზიდ შარლ დე გოლს ადარებენ. ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, პროექტ 23900-ის რუსული უნივერსალური სადესანტო ხომალდი „შეიძლება, გახდეს მსოფლიოში უდიდესი საბრძოლო ავიამზიდი, უფრო მძიმე, ვიდრე უმრავლესობა არსებული ავიამზიდებისა, მათ შორის, კონტინენტური ევროპის ყველაზე მძიმე, 40 000-ტონიანი Charles De Gaulle და იაპონიის ყველაზე მძიმე, 27 000-ტონიანი Izumo“.
პროექტ 23900-ის ორი უნივერსალური სადესანტო, 40 000 ტონიანი ხომალდი, ჩაიდო ქერჩში, 2020 წლის 20 ივლისს გემთმშენებელ ქარხანა „ზალივზე“ (მდებარეობს ყირიმის ხიდიდან რვა კილომეტრის მოშორებით). რუსული უნივერსალური ხომალდი ყველა პარამეტრით აღემატება ფრანგულ ვერტმფრენმზიდ Mistral-ს: მას შეუძლია, იმოქმედოს მსოფლიო ოკეანეს ნებისმიერ წერტილში — სამშობლოს სანაპიროებიდან 6000 საზღვაო მილის დაშორებით, ბორტზე ატაროს, დაახლოებით, 20 სადაზვერვო-საბრძოლო ვერტმფრენი Ка-27 და Ка-65 „მინოგა“, სადესანტო კატერები და უპილოტო საფრენი აპარატები.
პროექტი 23900 ითვლება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის ზედაპირული ხომალდების მშენებლობის ყველაზე ამბიციურ პროგრამად მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში.
ყირიმის გემთმშენებელმა ქარხანამ მიაღწია თვალსაჩინო (კოსმოსიდანაც შესამჩნევ) პროგრესს ავიამზიდი ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდების მშენებლობაში. ეს წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ (ნატოს მხარდაჭერით) ქარხანა „ზალივზე“ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა შედეგი არ გამოიღო. ფუჭი აღმოჩნდა აგრეთვე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ქარხნის მიმართ. მას შემდეგ, რაც ყირიმი რუსეთს დაუბრუნდა, ქარხანამ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის 22 გემისა და ხომალდის შეკვეთა მიიღო.
ქერჩის ქარხანაში მშენებლობისთვის მშრალი დოკი გამოიყენება, რომელიც საშუალებას იძლევა, აშენდეს 350 მეტრის სიგრძისა და 58 მეტრის სიგანის, გემები და ხომალდები, ერთდროულად ორი-სამი კორპუსი. გეგმის მიხედვით, ზღვაში პირველი გავა უნივერსალური სადესანტო ხომალდი „ივან როგოვი“.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, შესაძლოა, ვინმეს დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მსხვილი ზედაპირული ხომალდების დაფინანსებისა და მშენებლობის პროგრამებმა უკანა პლანზე გადაიწია (პრიორიტეტი მიენიჭა სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო-კოსმოსური ძალების გადაიარაღებას). თუმცა, რეალობა, მზარდი გიგანტების სახით ქერჩის ქარხანაში, ოპონენტებში სასოწარკვეთილებას იწვევს.
ცოტა ხნის წინ გამოცემა The War Zone-მა გამოაქვეყნა Maxar Technologies-ის თანამგზავრული სურათები, რომლებზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა 23900 პროექტის ერთ-ერთი ხომალდის კორპუსში შენიშნეს „ორი დიდი მართკუთხაჩაღრმავება, რომლებიც, სავარაუდოდ, განკუთვნილია თვითმფრინავებისა და სხვა აღჭურვილობის ლიფტებით გადატანისთვის ფრენის გემბანსა და ქვედა ანგარებს შორის“. ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვსო. თუმცა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლა უახლოეს წლებში პენტაგონსა და ნატოს არაერთ „საოცარ აღმოჩენას“ პირდება.
დასავლელი პროპაგანდისტების (მათ შორის კიევის საინფორმაციო „მარათონის“) ვერსიით, სამი წლის ომის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტისგან, თითქოს, აღარაფერია დარჩენილი. თუმცა, ყოველდღიური, ერთობლივად განხორციელებული დარტყმები რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მოწინააღმდეგის ობიექტებზე მთელ უკრაინის ტერიტორიაზე აშკარად მოწმობს, რომ ეს დეზინფორმაციაა. დღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში იმყოფება 49 საბრძოლო ხომალდი და წყალქვეშა ნავი, გარდა დაახლოებით სხვა ორასი გემისა და ხომალდისა.
ადრე The War Zone-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ორი ახალი დიდი უნივერსალური სადესანტო ხომალდი რუსულ ფლოტს რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მიანიჭებს: „სადესანტო ხომალდი ბევრად უფრო მოქნილია, თუნდაც ტრადიციული ავიაციის გარეშე.
ვარაუდობენ, რომ პროექტი 23900 მიიღებს ექვს სადესანტო კატერს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 75 ერთეული ჯავშანტექნიკის, 900 სამხედრო მოსამსახურისა და დამხმარე აღჭურვილობის გადასხმა პლაცდარმზე სადესანტო ოპერაციის დროს. ის აგრეთვე გამოდგება ფლაგმანის როლისთვის სანაპირო ოპერაციებში ან მცურავი ჰოსპიტალის ფუნქციისთვის.
გარკვეული მოდიფიკაციებით ან ინდივიდუალური საავიაციო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, ეს საბრძოლო გემები ასევე შეძლებენ, ნაღმსაწინააღმდეგო ომშიც მონაწილეობის მიღებას. გარდა ამისა, ასეთი ტიპის სადესანტო ხომალდებმა მრავალჯერ დაამტკიცეს თავიანთი მნიშვნელობა არასაბრძოლო სიტუაციებში, მათ შორის, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ოპერაციებში“.
რუსეთი გეგმავს ავიამზიდის ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდების — პროექტ 23900-ის — სერიული მშენებლობის გაგრძელებას. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება „გამოყენების პრაქტიკის“ შედეგების საფუძველზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე