https://sputnik-georgia.com/20250411/ratom-gausves-saxlsi-sabavsvo-baga-baris-direqtorebi-292868592.html
რატომ გაუშვეს სახლში საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორები
რატომ გაუშვეს სახლში საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორები
Sputnik საქართველო
ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, განმარტეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T19:25+0400
2025-04-11T19:25+0400
2025-04-11T19:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263664235_0:146:1680:1092_1920x0_80_0_0_4f307896dbae2f5b4eaf62c4d7e76126.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისის ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები 1-ელი, მე-17, 28-ე და 38-ე ბაღების დირექტორებმა დატოვეს. მათ მოვალეობას მოადგილეები ასრულებენ. ოპოზიციურ მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მიერ დირექტორების გათავისუფლება თბილისში ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების გატარებასთან ერთად, დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. მათივე ცნობით, კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263664235_187:0:1680:1120_1920x0_80_0_0_9ff23ffac1f5fda0136d461775e853f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია
რატომ გაუშვეს სახლში საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორები
ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, განმარტეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისის ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები 1-ელი, მე-17, 28-ე და 38-ე ბაღების დირექტორებმა დატოვეს. მათ მოვალეობას მოადგილეები ასრულებენ. ოპოზიციურ მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მიერ დირექტორების გათავისუფლება თბილისში ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
„გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი; ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების გატარებასთან ერთად, დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან.
მათივე ცნობით, კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით.
„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ბაღის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მინდობილ პირს. რამდენიმე ბაღში გამოვლენილმა დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება.